Pages

ტრენინგის ,,ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ( I-IV და I-VI კლასების მასწავლებლებისათვის) წერილობითი ანგარიში

ღონისძიების სახელება:

ტრენინგი

ტრენინგის დასახელება:

ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ( I-IV და I-VI კლასების მასწავლებლებისათვის). 

ჩამტარებელი ორგანიზაცია:  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ტრენინგის ჩატარების დრო:

17.06-18.06-19.06-20.06-21.06-22.06.2014

ჩატრების ადგილი და ხანგრძლივობა:

ქუთაისის მასწავლებელთა სახლი  (30 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათი.
მოდული 6-დღიანია)

ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი: 

მალვინა შანიძე  ასოცირებული პროფესორი
                   
ტრენინგის მიზნები და ამოცანები

1. საგნობრივი სტანდარტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა; საგნობრივი სტანდარტის ანალიზი; 
2. ქართული ენის გრამატიკის პრაქტიკული კურსის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა და გააანალიზება;
3. გრამატიკის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ქართული ენის გრამატიკის პრაქტიკული მნიშვნელობის გააზრება;
4.ქართული ენის გაკვეთილების დაგეგმვის პრინციპების გაცნობა ეროვნული სასწავლო  გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
5.პრაქტიკული აქტივობების შესრულება, გაკვეთილის დაგეგმვა. პროფესიული ცოდნის განმტკიცება ქართულ ენაში და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის ხელშეწყობა.

ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

1.მასწავლებელს აქვს ზოგადი ცნობები ენისა და დამწერლობის შესახებ, იცნობს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ბგერით შედგენილობას, შეუძლია მათი დახასიათება სხვადასხვა ნიშნით, იცის ძირითადი ფონეტიკური მოვლენები; შეუძლია ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
2.მასწავლებელი აცნობიერებს მორფოლოგიის, როგორც გრამატიკის ნაწილის, მნიშვნელობას; ახასიათებს მეტყველების ნაწილებს; ამოიცნობს არსებით სახელებს წინადადებაში და ასახელებს მათ შინაარსის მიხედვით .
 3.მასწავლებელს შეუძლია არსებითი და ზედსართავი სახელების ბრუნების თავისებურების ანალიზი; რიცხვითი სახელების მართლწერის კანონზომიერების დადგენა; ნაცვალსახელთა კლასიფიკაცია და მათი აღმოჩენა წინადადებაში; ნაცვალსახელთა ბრუნების თავისებურების ანალიზი.
4. მასწავლებელს შეუძლია ზმნის ამოცნობა და დახასიათება კატეგორიების მიხედვითზმნასთან დაკავშირებულ მართლწერის წესების დაცვა.
5. მასწავლებელსშეუძლიაზმნიზედის, თანდებულის, კავშირის, შორისდებულისა და ნაწილაკის ამოცნობა წინადადებაში და დახასიათება.
6 . მასწავლებელს შუძლია ლექსიკური ერთეულების ამოცნობა შინაარსის მიხედვით, მათი განმარტება; კლასში ლექსიკურ ერთეულებზემუშაობა––მინი გაკვეთილის დაგეგმვა და პრეზენტაცია.
5. მასწავლებელმა იცის სიტყვათა შეკავშირებისა და წინადადებაში სიტყვათა წყობის წესები, ასხვავებს წინადადებათა ტიპებს მოდალობათა მიხედვით, სწორად იყენებს პუნქტუაციის ძირითად წესებს.
6. მასწავლებელი იცნობს და ადეკვატურად იყენებს ლექსიკურ ერთეულებს, იცნობს ლექსიკური სტილისტიკის ძირითად საკითხებს.
7. მასწავლებელმა იცის გრამატიკული მასალის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები და შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება.


რეზიუმე
I დღე
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით. თითოეულს მიეცა ნახევარი წუთი საკუთარი თავის წარსადგენად (თვითპრეზენტაცია). შემდეგ კი ტრენერმა მალვინა შანიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია ტრენინგის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, შინაარსის, მუშაობის მეთოდების შესახებ. გაგვაცნო პირველი სამუშაო დღის გეგმა, სესიების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა. დაწვრილებით გავეცანით მასწავლებლის სტანდარტს და თეზისების სახით ჩამოვაყალიბეთ მისი ძირითადი პრინციპები (გონებრივი იერიში). მიმოვიხილეთ გრამატიკის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები. ტრენერი შეეხო საკითხებს: ქართული ენის ბგერითი შდგენილობა; მათი დახასიათება; მარცვალი; ფონეტიკური მოვლენები. კითხვა-პასუხის საშუალებით გამოვთქვით ვარაუდები, რა შემთხვევაში შეიძლება, გამოგვადგეს ამ საკითხების ცოდნა სწავლების დროს. ტრენერმა მსმენელებს შემოგვთავაზა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელსაც მოჰყვა შესრულებული დავალების ანალიზი, დისკუსია. შემდეგ განვიხილეთ მორფოლოგიის საკითხები, მეტყველების ნაწილები, სიტყვის ძირი, ფუძე, აფიქსები. დავიყავით ჯგუფებად, თითოეული ვასრულებდით კონკრეტულ დავალებას. შემდეგ გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია და ვისაუბრე, რა ფორმით მივაწოდებდი ამ ყოველივეს მოსწავლეებს. მონაწილეებმა ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშოები, რასაც მოჰყვა შესრულებული დავალების განხილვა. ტრენერმა ჩაატარა ინტერაქტიური ლექცია შემდეგ საკითხებზე: არსებითი სახელი; არსებითი სახელის ჯგუფები შინაარსის მიხედვით; თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი არსებითი სახელის ბრუნება; თანდებულიანი ბრუნვები. შემდეგ კი სამუშაო რვეულში შევასრულე პრაქტიკული სავარჯიშო და გავაკეთე პრეზენტაცია.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ განვაახლეთ მუშაობა და ტრენერმა ჩაატარა მინი ლექცია შემდეგ საკითხებზე: ზედსართავი სახელი, ჯგუფები, ბრუნება დამოუკიდებლად და არსებით სახელთან ერთად. შევასრულეთ პრაქტიკული დავალება ინდივიდუალურად, რასაც მოჰყვა განხილვა და მცირე დისკუსია. შევეხეთ რიცხვით სახელს, განვიხილეთ რიცხვითი სახელის ბრუნების თავისებურებები, მართლწერის საკითხები და შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები. ბოლოს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება: ,,ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები“. მეორე დღეს ძირითადი აზრი უნდა ჩამოგვეყალიბებინა თეზისებად.
დასასრულს, შევაჯამეთ, შევაფასეთ ტრენინგი და დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
II დღე
მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების პრეზენტაციით. შემდეგ გავეცანით საკითხავი მასალის სხვადასხვა მონაკვეთს და თეზისებად ჩამოვაყალიბეთ ტექსტში მოცემული ინფორმაცია (ნაცვალსახელი, მართლწერის წესები). შემდეგ გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია და წარვუდგინე აუდიტორიას. გავეცანით კომპოზიტების მართლწერის საკითხებს და შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშოები. გავეცანით მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რამდენიმე მსაზღვრელის რიგს, სათაურების მართლწერას. თეორიული მასალის გაცნობას მოჰყვა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება და დავალებების განხილვა.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ განვიხილეთ საკმაოდ რთული მეტყველების ნაწილი - ზმნა. ზმნის რაობა, პირთა რაოდენობა ზმნის ერთ ფორმაში, სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნები, რიცხვში მონაცვლე ზმნები, ზმნისწინის რაობა, ზმნისწინების მართლწერის საკითხები. მსმენელებმა ჯგუფში შევასრულეთ პრაქტიკული დავალება და წარმოვადგინეთ აუდიტორიის წინაშე.
დასასრულს, შევაჯამეთ, შევაფასეთ ტრენინგი და დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
III დღე
ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ქალბატონმა მალვინამ წაიკითხა მინილექცია თემაზე: სერიები და მწკრივები; გავეცანით რთულ ზმნათა მართლწერის წესებს; ზმნის გარდამავლობასა და გვარს; ქცევის, კონტაქტის კატეგორიებს. ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები და განვიხილეთ.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ ზმნის თემისა და თემის ნიშნების შესახებ. გავეცანით -ავ და -ამ თემის ნიშნების მართლწერის საკითხებს. ტრენერმა გამართა მინილექცია ხმოვანმონაცვლე ზმნების შესახებ. შემდეგ დავიყავით ჯგუფებად და ჩამოვაყალიბეთ თემის ნიშნების მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და წარმოვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. შევასრულეთ რამდენიმე პრაქტიკული დავალება. დასასრულს, შევაჯამეთ, შევაფასეთ ტრენინგი და დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
IV დღე
წინა დღის რეფლექსიის შემდეგ განვაახლეთ მუშაობა. გავეცანით საკითხავ მასალას და წერილობით ჩამოვაყალიბეთ ზმნიზედებისა და ნაწილაკიანი ფორმების მართლწერის წესები. ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული დავალება, რასაც მოჰყვა შესრულებული დავალების ანალიზი. მასალის განმეორების მიზნით, ინდივიდუალურად შევასრულეთ ტესტი.
დავიყავით ჯგუფებად, ავირჩიეთ თემა ,,რთული კომპოზიტები“ და დავგეგმეთ გაკვეთილი. შემდეგ გავაკეთე პრეზენტაცია, გავაანალიზეთ, ტრენერმა შეაჯამა ჩვენი დისკუსია.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ ტრენერმა გვესაუბრა სინტაქსის რაობაზე, წინადადების, სიტყვათა წყვილების, წინადადების წევრების შესახებ. გავეცანით საკითხავ მასალას და ჩამოვაყალიბეთ ძირითადი აზრი. ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები. ბოლოს ჩავინიშნეთ საშინაო დავალება, რის მიხედვითაც განვლილი მასალიდან უნდა აგვერჩია ერთ-ერთი თემა და დაგვეგეგმა გაკვეთილი. ჩამოვაყალიბეთ გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა. მე არჩევანი გავაკეთე ,,სინონიმებზე“ და მრავალფეროვანი აქტივობებით დავგეგმე გაკვეთილი (იხილეთ გაკვეთილის გეგმა).
V დღე
ტრენერმა ჩაატარა ინტერაქტიური ლექცია წინადადების სახეებზე აგებულების მიხედვით. მსმენელები საკითხავ მასალაში გავეცანით განკერძოებულ სიტყვებსა და გამოტქვმებს და  წაკიტხული მასალა წარმოვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. ვისაუბრეთ სასვენი ნიშნების გამოყენების წესებზე და შევასრულეტ პრაქტიკული დავალება. ტრენერმა გვესაუბრა პირდაპირი და ირიბი ნათქვამის შესახებ შემდეგ კი დავიყავით ჯგუფებათ და საკითხავ მასალაში წავიკითხეტ ლექსიკოლოგიის სხვადასხვა მონაკვეთიდა თეზისებად ჩამოვაყალიბეთ ძირითადი აზრი. შემდეგ შევასრულეტ პრაქტიკული დავალება რასაც მოჰყვა შესრულებული დავალების დანხილვა და პრეზენტაცია.
ტრენერმა მოგვცა საშიანაო დავალება ფრაზეოლოგიზმებზე. დასასრულს, შევაჯამეთ, შევაფასეთ ტრენინგი და დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
VI დღე
წინა დღის რეფლექსიის შედეგ ტრენერმა გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით გაგვაცნო საკითხები: სტილი, სტილისტიკა, სტილისტიკის შესწავლის საგანი. შემდეგ დაგვავალა საკითხავ მასალაში გავცნობოდით სტილისტიკის საკითხების შესწავლისას გამოსაყენებელ დავალებათა ტიპებს და ნიმუშების მიხედვით შეგვექმნა სხვა სავარჯიშოები. მსმენელები გამოვთქვამდით საკუთარ მოსაზრებებს. შემდეგ ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული დავალება და გავაკეთეთ ანალიზი.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ განვაახლეთ მუშაობა და გავეცანით ფუნქციონალურ სტილისტიკას. ვისაუბრეთ, გამოვთქვით ვარაუდები, ჩამოვაყალიბეთ იდეები.
განვლილი მასალის გასამეორებლად შევასრულეთ პრაქტიკული დავალება და ერთობლივად განვიხილეთ. ტრენერისგან მივიღეთ მითითებები და რეკომენდაციები. დასასრულს, შევაჯამეთ, შევაფასეთ ტრენინგი და  დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ტრენინგზე კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც.
ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ მალვინა შანიძეს საინტერესო ტრენინგისთვის.









                                 თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
ერთი თვალის გადავლებით ვხვდები, რაზეა მოცემული თეორიული მასალა
დავალების მოთხოვნას ვპასუხობ ზუსტად
მონაწილეობას ვღებულობ ზეპირ პრეზენტაციებში
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო
აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
ვიცავ დროის ლიმიტს



სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება


სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
  შეფასების კრიტერიუმები

  დიახ

  არა

  ზოგჯერ

  დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო.

   

   

   

  ჯგუფი მეგობრულ იყომონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.

   

   

   

  ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.

   

   

   

  დისკუსია ჯგუფში თემას არ გასცილებია

   

   

   




                                                ნინო გამყრელიძე


    23.06.2014







#

მოდულის დასახელება
მოდულის ხანგრძლივობა და სტრუქტურა
მოდულის მიზნები
მოდულის მისაღწევი შედეგები
მოდულის შემადგენელი სესიების დასახელება

ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ( I-IV და I-VI კლასების მასწავლებლებისათვის). 

30 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათი.
მოდული 6-დღიანია, მონაწილეები მოისმენენ დღეში 5 საათს.

1. საგნობრივი სტანდარტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა; საგნობრივი სტანდარტის ანალიზი; 
2. ქართული ენის გრამატიკის პრაქტიკული კურსის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა და გააანალიზება;
3. გრამატიკის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ქართული ენის გრამატიკის პრაქტიკული მნიშვნელობის გააზრება;
4.ქართული ენის გაკვეთილების დაგეგმვის პრინციპების გაცნობა ეროვნული სასწავლო  გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
5.პრაქტიკული აქტივობების შესრულება, გაკვეთილის დაგეგმვა. პროფესიული ცოდნის განმტკიცება ქართულ ენაში და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის ხელშეწყობა.
1.მასწავლებელს აქვს ზოგადი ცნობები ენისა და დამწერლობის შესახებ, იცნობს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ბგერით შედგენილობას, შეუძლია მათი დახასიათება სხვადასხვა ნიშნით, იცის ძირითადი ფონეტიკური მოვლენები; შეუძლია ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
2.მასწავლებელი აცნობიერებს მორფოლოგიის, როგორც გრამატიკის ნაწილის, მნიშვნელობას; ახასიათებს მეტყველების ნაწილებს; ამოიცნობს არსებით სახელებს წინადადებაში და ასახელებს მათ შინაარსის მიხედვით .
 3.მასწავლებელს შეუძლია არსებითი და ზედსართავი სახელების ბრუნების თავისებურების ანალიზი; რიცხვითი სახელების მართლწერის კანონზომიერების დადგენა; ნაცვალსახელთა კლასიფიკაცია და მათი აღმოჩენა წინადადებაში; ნაცვალსახელთა ბრუნების თავისებურების ანალიზი.
4. მასწავლებელს შეუძლია ზმნის ამოცნობა და დახასიათება კატეგორიების მიხედვითზმნასთან დაკავშირებულ მართლწერის წესების დაცვა.
5. მასწავლებელსშეუძლიაზმნიზედის, თანდებულის, კავშირის, შორისდებულისა და ნაწილაკის ამოცნობა წინადადებაში და დახასიათება.
6 . მასწავლებელს შუძლია ლექსიკური ერთეულების ამოცნობა შინაარსის მიხედვით, მათი განმარტება; კლასში ლექსიკურ ერთეულებზემუშაობა––მინი გაკვეთილის დაგეგმვა და პრეზენტაცია.
5. მასწავლებელმა იცის სიტყვათა შეკავშირებისა და წინადადებაში სიტყვათა წყობის წესები, ასხვავებს წინადადებათა ტიპებს მოდალობათა მიხედვით, სწორად იყენებს პუნქტუაციის ძირითად წესებს.
6. მასწავლებელი იცნობს და ადეკვატურად იყენებს ლექსიკურ ერთეულებს, იცნობს ლექსიკური სტილისტიკის ძირითად საკითხებს.
7. მასწავლებელმა იცის გრამატიკული მასალის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები და შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება.


პირველი დღე
1.ერთმანეთის გაცნობა; ტრენინგის მიზნების გაცნობა,ურთიერთგაცნობის მეთოდის გამოყენება
2.სტანდარტის გაცნობა და  ანალიზი.
3.ტრენინგის მიზნების გაცნობა.
4.პირველი დღის სამუშაო გეგმის გაცნობა.
5.გრამატიკის სწავლების ხერხები და მეთოდები.
6.თანამედროვე  ქართული სალიტერატურო ენის ბგერითი შედგენილობის დახასიათება სხვადასხვა ნიშნით;
7. ასიმილაციის, დისიმილაციისა და მეტათეზისის აღმოჩენა წინადადებაში;
8.მორფოლოგიის, როგორც გრამატიკის ნაწილის,  მნიშვნელობის  გაცნობიერება;
9. მეტყველების ნაწილების სრული ჩამონათვალი და თითოეული მათგანის ზოგადი დახასიათება;
10. არსებით  სახელთა კლასიფიკაცია შინაარსის მიხედვით და მათი წინადადებაში ამოცნობა;
11. არსებითი სახელების ბრუნების თავისებურების ანალიზი;
12.  თანდებულიანი ბრუნვები;
13.  საკუთარ სახელთა ბრუნება;
14. ზედსართავ სახელთა მართლწერის თავისებურების ანალიზი.
15. რიცხვითი  სახელების მართლწერის თავისებურებების ანალიზი.
16.ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პერიოდები.
მეორე დღე
1.ნაცვალსახელი.
2.რთული სიტყვების მართლწერა.
3.მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება, სათაურების მართლწერა
4.ზმნის რაობა, პირთა რაოდენობა ზმნის ერთ ფორმაში, სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნები.
5.რიცხვში მონაცვლე ზმნები.
6.ზმნისწინის რაობა; ზმნისწინიან ფორმათა მართლწერა
მესამე დღე
1.სერიები და მწკრივები.
2.რთულ ზმნათა მართლწერა
3.გარდამავლობა; ზმნის გვარი.
4.ქცევა
5.კონტაქტი.
6.თემის ნიშნები.
7.ავ და ამ თემის ნიშნები.
8.ხმოვანმონაცვლე ზმნები.
მეოთხე დღე
1.ზმნიზედების მართლწერა
2.ნაწილაკიანი მეტყველების ნაწილების ბრუნება.
3.სინტაქსის საგანი.
4.წინადადება
5.სიტყვათა წყვილები
6.წინადადების ტიპები მოდალობის მიხედვით.
7.წინადადების წევრები.
მეხუთე დღე
1.წინადადების ტიპები აებულების მიხედვით.
2.განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები.
3.პუნქტუაცია
4.პირდაპირიდაირიბინათქვამი.
5.ლექსიკოლოგია
მეექვსე დღე
1.სტილისტიკ
2.ფუნქციონალურისტილისტიკა

1-ლი  დღეე, 1-ლი სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსი
10 წთ.
ურთიერთგაცნობ

თვითპრეზენტაცია
თითოეულ მონაწილეს ეძლევა ნახევარი წუთი საკუთარი თავის  წარსადგენად.


10 წთ.
ტრენინგის მიზნების, შინაარსის, მუშაობის მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პირველი სამუშაო დღის გეგმის გაცნობა.
პრეზენტაცია
ტრენერი მონაწილეებს აცნობს ტრენინგის მიზან, მოსალოდნელ შედეგებ, სესიების თანმიმდევრობა, ხანგრძლივობას.

ტრენინგმოდულის საპრეზენტაციო ვერსია, კომპიუტერი, პროექტორი
15 წთ.
მასწავლებლის სტანდარტის გაცნობა.
გონებრივი იერიში
ტრენერი ეკითხება მსმენელებს, იცნობენ თუ არა სტანდარტს. მათი პასუხების დაფიქსირების შემდეგ აკეთებს პრეზენტაციას. მსმენელებს აძლევს საშინაო დავალებას; გაეცნონ სტანდარტს და თეზისების სახით ჩამოაყალიბონ მისი ძირითადი პრინციპები.
1.საკითხავი მასალა 1.
2.სტანდარტის საპრეზენტაციო ვერსია.
3.ფლიფჩარტი
4.კომპიუტერი, პროექტორი
15 წთ.
გრამატიკის სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების მიმოხილვა
გონებრივი იერიში
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს უსვამს შეკითხვას, თუ რომელ მეთოდებსა და ხერხებს იყენებენ გრამატიკის სწავლებისას. მათ პასუხებს აფიქსირებს; შემდეგ მსმენელებს აცნობს მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია გრამატიკის საკითხებს სწავლებისას.
1.საკითხავი მასალა 2.
2. ფლიფჩარტი

15 წთ.
ბგერები, მარცვალი, ფონეტიკური მოვლენები.
 კითხვა-პასუხი; ინტერაქტიური ლექცია; დისკუსია.
ტრენერი ეხება საკითხს: ქართული ენის ბგერითი შედგენილობა, მათი დახასიათება; მარცვალი; ფონეტიკური მოვლენები (მეტათეზისი, ასიმილაცია, დისიმილაცია, კუმშვა, კვეცა).
ტრენერი  სვამს  კითხვას: ამოთქვით  ვარაუდირა შემთხვევაში შეიძლება გამოგადგეთეს ცოდნა სწავლების დროს? მსმენელები მსჯელობენ. აფიქსირებენ მოსაზრებებს.
1.საკითხავი მასალა 3.
2. თაბახის ფურცლები
10 წთ.
პრაქტიკული დავალება

ტრენერი მსმენელებს სთავაზობს პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების ანალიზი.
სამუშაო ფურცელი 1.
15 წთ.
პრაქტიკული დავალება;

პრეზენტაცია, დისკუსია.
ჯგუფური მუშაობა
ტრენერი მსმენელებს ყოფს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს სთავაზობს პრქტიკული დავალების შესრულებას და პრეზენტაციას, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების შესახებ მსჯელობა.
1. სამუშაო ფურცელი 2.
2.თაბახის ფურცლები.
15 წთ.
მორფოლოგია; სიტყვების მორფოლოგიური კლასიფიკაცია; მეტყველების ნაწილები. სიტყვის ძირი, ფუძე, აფიქსები.

კითხვა-პასუხი; პრეზენტაცია.
ჯგუფური მუშაობა
ტრენერი მსმენელებს უსვამს შეკითხვებს: რას სწავლობს მორფოლოგია? რა განსხვავებაა მორფოლოგიასა და ლექსიკოლოგიას შორის? მსმენელებს სთხოვს, ჩამოთვალონ მეტყველების ნაწილები. ამის შემდეგ დამსწრეებს ყოფს ჯგუფებად და აძლევს დავალებებს საკითხავი მასალიდან: ერთი ჯგუფი მუშაობს ფორმაუცვლელ სიტყვებზე, მეორე -ფორმაცვალებადზე, მესამე- სიტყვის ფუძესა და ძირზე, მეოთხე - პრეფიქსებზე, მეხუთე- სუფიქსებზე. მსმენელები წარმოადგენენ დასახელებულ მასალას და აღნიშნავენ, თუ რა ფორმით მიაწოდებენ ამ ყოველივეს მოსწავლეებს.

1.საკითხავი მასალა 4.
2.თაბახის ფურცლები
10 წთ.
პრაქტიკული დავალება;
პრეზენტაცია.
ინდივიდუალური მუშაობა
 მონაწილეები ინდივიდუალურად ასრულებენ სავარჯიშოებს, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების განხილვა.

1.სამუშაო ფურცლები 3, 4.
2. თაბახის ფურცლები

15 წთ.
არსებითი სახელი;
არსებითი სახელის ჯგუფები შინაარსის მიხედვით;

თანხმოვანფუძიანი არსებითი სახელების ბრუნება
ინტერაქტიური ლექცია.
ტრენერი ატარებს ინტერაქტიურ ლექციას დასახელებულ თემებზე.
1.საკითხავი მასალა 5

10 წთ.
ხმოვანფუძიანი არსებითი სახელების ბრუნება;

ინტერაქტიური ლექცია.
ტრენერი ატარებს ინტერაქტიურ ლექციას.
საკითხავი მასალა 6.
10 წთ.
პრაქტიკული დავალება.
ინდივიდუალური მუშაობა
მსმსენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს
1.სამუშაო ფურცელი 5, სავარჯიშო1.
3.თაბახის ფურცლები

1-ლი დღე, მე-2  სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
15 წთ.
თანდებულიანი ბრუნვები.

პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ეცნობიან საკითხავ მასალას და თეზისებად აყალიბებენ ძირითად ინფორმაციას. ტრენერი მათი აქტიური მონაწილეობით აყალიბებს თანდებულიანი ფორმების მართლწერის წესებს.
1.საკითხავი მასალა 7.
2. თაბახის ფურცლები.
15 წთ.
საკუთარი სახელების ბრუნება.

კითხვა-პასუხი.
მინილექცია.
ტრენერი კითხვა-პასუხის მეთოდით არკვევს, რა იციან მსმენელებმა ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ ავსებს მათ ცოდნას მინილექციით.
საკითხავი მასალა 8.
10 წთ.
პრაქტიკული დავალება.
ინდივიდუალური მუშაობა
მონაწილეები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას
სამუშაო ფურცლი 5, სავარჯიშოები 2, 3.
15 წთ.
პრაქტიკული დავალება.
პრეზენტაცია; დისკუსია.
ჯგუფური მუშაობა
მონაწილეები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას ჯგუფებში, რასაც მოჰყვება პრეზენტაცია და დისკუსია.
სამუშაო ფურცელი 6.
10 წთ.
ზედსართავი სახელი, მიმართებითი ზედსართავი სახელების ჯგუფები;

მინილექცია
ტრენერი ატარებს მინილექციას დასახელებულ თემაზე.
საკითხავი მასალა 9.
15 წთ.
ზედსართავი სახელების ბრუნება დამოუკიდებლად და არსებით სახელთან ერთად;

კითხვა-პასუხი.
ინდივიდუალური მუშაობა
ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, აბრუნონ ზედსართავი სახელი დამოუკიდებლად, შემდეგ  - არსებითთან ერთად. მსმენელები თავად ადგენენ და აყალიბებენ ზედსართავი სახელების ბრუნებასთან დაკავშირებულ წესებს.
1.საკითხავი მასალა 10.
2. თაბახის ფურცლები.
10 წთ.
არსებითი სახელი მსაზღვრელად.

კითხვა-პასუხი.
მსმენელები ასრულებენ ტრენერის დავალებას - აბრუნებენ მსაზღვრელ-საზღვრულის წყვილს, რომელშიც მსაზღვრელი არსებითი სახელია და გამოაქვთ დასკვნები.
1.საკითხავი მასალა 11.
2. თაბახის ფურცლები
10 წთ.
პრაქტიკული დავალება.
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას ინდივიდუალურად.
სამუშაო ფურცელი 7.
10 წთ.
პრაქტიკული დავალება.
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას (ჯუფებში), რასაც მოჰყვება ნაშრომების განხილვა და მცირე დისკუსია.
სამუშაო ფურცელი 8.
15 წთ.
რიცხვითი სახელი; რიცხვითისახელებისბრუნებისთავისებურებები; რიცხვითი სახელების მართლწერა.

კითხვა -პასუხი; პრეზენტაცია.
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები აბრუნებენ რიცხვით სახელებს დამოუკიდებლად და არსებითთან ერთად; გამოაქვთ დასკვნები; შემდეგ ჯგუფები მუშაობენ რიცხვითი სახელების მართლწერის წესებზე და წარმოადგენენ ამ წესებს აუდიტორიის წინაშე.
1.საკითხავი მასალა 12.
2. თაბახის ფურცლები
10 წთ.
პრაქტიკული დავალება.
ინდივიდუალური მუშაობა
მონაწილენი ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას
1.სამუშაო ფურცელი 9.
2. თაბახის ფურცლები
10 წთ.
პრაქტიკული დავალება.

პრეზენტაცია; დისკუსია.
ჯგუფური მუშაობა
მონაწილენი ჯგუფებში ასრულებენ დავალებას , შემდეგ წარმოადგენენ  ნაშრომებს და იმართება დისკუსია.
1.სამუშაო ფურცელი 10.
2. თაბახის ფურცლები.
5 წთ.
საშინაო დავალება

ტრენერი მსმენელებს აძლევს საშინაო დავალებას: გაეცნონ ზურაბ სარჯველაძის წერილს „ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები“; ძირითადი აზრი ჩამოაყალიბონ თეზისებად.








ტრენინგის მე-2 დღე,  1-ლი სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
15 წთ.
საშინაო დავალების პრეზენტაცია

მსმენელები წარმოადგენენ საშინაო დავალებას - ზურაბ სარჯველაძის წერილის თეზისებს.

25 წთ.
ნაცვალსახელი; ნაცვალსახელთა მართლწერის წესები.
საკითხავი მასალის გაცნობა; აზრის თეზისებად ჩამოყალიბება; პრეზენტაცია.
ჯგუფური მუშაობა
ტრენერი სთხოვს ჯგუფებს, გაეცნონ საკითხავი მასალის სხვადასხვა მონაკვეთებს და თეზისებად ჩამოაყალიბონ ტექსტში მოცემული ინფორმაცია. სემდეგ ჯგუფიდან ერთ-ერთი მონაწილე აუდიტორიას წარუდგენს თეზისებად ჩამოყალიბებულ ინფორმაციას.
1.საკითხავი მასალა 12.
2.თაბახის ფურცლები.
15 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, შემდეგ განიხილება შესრულებული დავალებები.
1.სამუშაო ფურცელი 11.
2. თაბახის ფურცლები
15 წთ.
პრაქტიკული დავალება.

ჯგუფური მუშაობა

მსმენელები ჯგუფებში ასრულებენ დავალებას და შემდეგ თითოეული ჯგუფის ერთი წარმომადგენელი აუდიტორიის წინაშე წარმოადგენს დავალებას. იმართება დისკუსია, ხდება დავალებების შეფასეა.
1.სამუშაო ფურცელი 12.
2.თაბახის ფურცლები


20 წთ.
კომპოზიტების მართლწერა
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს აცნობს რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერის წესებს.
საკითხავი მასალა 13.
15 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ სავარჯიშოებს, შემდეგ განიხილავენ შესრულებულ დავალებებს.
1.სამუშაო ფურცელი 13.
2. თაბახის ფურცლები
15 წთ.
პრაქტიკული დავალება
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ჯგუფებში ასრულებენ დავალებას, შემდეგ პრეზენტატორი წარმოადგენს შესრულებულ დავლებას აუდიტორიის წინაშე, მსმენელები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
1.სამუშაო ფურცელი 14.
2. თაბახის ფურცლები
15 წთ.
მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები; რამდენიმე მსაზღვრელის რიგი; სათაურების მართლწერა.
 კითხვა-პასუხი; მინილექცია.
ტრენერი შეკითხვების საშუალებით იღებს ინფორმაციას, თუ როგორ იცნობენ მსმენელები აღნიშნულ საკითხს; შემდეგ მინილექციის საშუალებით აწვდის მათ სრულყოფილ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით.
საკითხავი მასალა 14, 15.
15 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუსაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების განხილვა.
1.სამუშაო ფურცელი 15.
2. თაბახის ფურცლები

ტრენინგის მე-2 დღე,  მე-2 სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
25 წთ.
ზმნის რაობა, პირთა რაოდენობა ზმნის ერთ ფორმაში, სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნები.
ინტერაქტიური ლექცია
ტრენერი საუბრობს დასახელებული საკითხის შესახებ მსმენელების აქტიური მონაწილეობით.
საკითხავი მასალა 16.1.
20 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას (სავარჯიშოებს), შემდეგ ხდება შესრულებული დავალებების განხილვა.
1.სამუშაო ფურცელი 16.
2. თაბახის ფურცლები
25 წთ.
რიცხვში მონაცვლე ზმნები
საკითხავი მასალის გაცნობა და ანალიზი
მსმენელები ჯგუფებში ეცნობიან და აანალიზებენ საკითხავ მასალაში მოცემულ ინფორმაციას, ადგენენ რიცხვში მონაცვლე ზმნების ნუსხას და წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
1.საკითხავი მასალა 16.2.
2. თაბახის ფურცლები
20 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას (სავარჯიშოებს), რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების განხილვა.
სამუშაო 1.ფურცელი 17.
2. თაბახის ფურცლები
20 წთ.
პრაქტიკული დავალება
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ჯგუფებში ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, შემდეგ ჯგუფიდან ერთ-ერთი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას, დანარჩენი მსმენელები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
1.სამუშაო ფურცელი 18.
2. თაბახის ფურცლები
20 წთ.
ზმნისწინის რაობა; ზმნისწინების მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები.
საკითხავი მასალის განხილვა და ანალიზი.
მსმენელები ეცნობიან საკითხავ მასალას და თეზისების სახით წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
1.საკითხავი მასალა 16.3.
2.თაბახის ფურცლები
20 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას და შემდეგ შესრულებულ დავალებებს განიხილავენ.
1.სამუშაო ფურცელი 19.
2. თაბახის ფურცლები


ტრენინგის მე-3 დღე, 1-ლი სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
25 წთ.
სერიები და მწკრივები
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს უხსნის სერიებსა და მწკრივებს
საკითხავი მასალა 16.4.
25 წთ.
რთულ ზმნათა მართლწერა
ინტერაქტიური ლექცია
ტრენერი მსმენელებს აცნობს რთულ ზმნათა მართლწერის წესებს.
საკითხავი მასალა 16.4.
25 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, შემდეგ განიხილავენ შესრულებულ დავალებებს.
1.სამუშაო ფურცელი 20.
2. თაბახის ფურცლები.
25 წთ.
გარდამავლობა; ზმნის გვარი
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს უხსნის გარდამავლობასა და გვარს.
საკითხავი მასალა 16.6.
25 წთ.
ქცევა, ქცევის ნიშნები.
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს უხსნის ქცევის კატეგორიას.
საკითხავი მასალა 16.7.
25 წთ.
კონტაქტი, შუალობითი კონტაქტის ფორმათა მართლწერა.
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს აცნობს კონტაქტის კატეგორიას.
საკითხავი მასალა 16.8.

ტრენინგის მე-3 დღე,  მე-2  სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
25 წთ.
ზმნის თემა, თემის ნიშნები
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს ესაუბრება ზმნის თემისა და თემის ნიშნების  შესახებ
საკითხავი მასალა 16.9.
25 წთ.
ავ და ამ თემისნიშნიანი ზმნების მართლწერა
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ეცნობიან -ავ და -ამ თემის ნიშნების მართლწერის საკითხებს საკითხავ მასალაში
1.საკითხავი მასალა 16.10.
2. თაბახის ფურცლები
25 წთ.
ხმოვანმონაცვლე ზმნები
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს ესაუბრება ხმოვანმონაცვლე ზმნების შესახებ.
საკითხავი მასალა 16.11.
25 წთ.
თემის ნიშნების მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები
პრეზენტაცია
ტრენერი მსმენელებს ყოფს ჯგუფებად და სთხოვს, ჩამოაყალიბონ თემის ნიშნების მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და წარმოადგინონ აუდიტორიის წინაშე.

25 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, შემდეგ განიხილავენ შესრულებულ დავალებებს.
1.სამუშაო ფურცელი 21.
2. თაბახის ფურცლები
25 წთ.
პრაქტიკული დავალება
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ჯგუფებში ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების პრეზენტაცია და დისკუსია.
1.სამუშაო ფურცელი 22.
2. თაბახის ფურცლები


ტრენინგის მე-4 დღე,  1-ლი  სესია
საჭირო დრო

თემა

მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობისაღწერა

სასწავლო რესურსები

25 წთ.
ზმნიზედების მართლწერა;
ნაწილაკიანი ფორმების მართლწერა.
საკითხავი მასალის გაცნობა და ანალიზი.
ინდივიდუალური მუშაობა.
მსმენელები ეცნობიან საკითხავ მასალას და წერილობით აყალიბებენ ზმნიზედებისა და ნაწილაკიანი ფორმების მართლწერის წესებს, წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
1.საკითხავი მასალა 17; 18.
2. თაბახის ფურცლები
20 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების ანალიზი.
სამუშაო ფურცელი 23.
25 წთ.
ტესტი განვლილი მასალის გასამეორებლად
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები მუშაობენ ტესტზე.
სამუშაო ფურცელი 24
10 წთ.
შესრულებული დავალების ანალიზი
დისკუსია
მსმენელები აანალიზებენ შესრულებულ დავალებას

30 წთ.
პრაქტიკული დავალება - გაკვეთილის დაგეგმვა
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ირჩევენ ერთ-ერთ თემას განვლილი მასალიდან დაგეგმავენ გაკვეთილს.
თაბახის ფურცლები
40 წთ.
პრეზენტაცია
დისკუსია
ჯგუფიდან ერთ-ერთი მსმენელი წარმოადგენს ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებას; დანარჩენი მსმენელები აანალიზებენ კოლეგების მიერ დაგეგმილ გაკვეთილს; ტრენერი აჯამებს დისკუსიას.
ფლიფჩარტები



ტრენინგის მე-4 დღე,   მე-2  სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსები
25 წთ.
სინტაქსის საგანი, წინადადება, სიტყვათა წყვილები
მინილექცია
ტრენერი მსმენელებს ესაუბრება სინტაქსის რაობის, წინადადების, სიტყვათა წყვილების შესახებ
საკითხავი მასალა 19.1; 19.2; 19.3.

25 წთ.
წინადადების ტიპები მოდალობის მიხედვით
საკითხავი მასალის გაცნობა და ანალიზი.
ჯგუფური მუშაობა

მსმენელები ჯგუფებში ეცნობიან საკითხავ მასალას და თეზისების სახით აყალიბებენ ძირითად აზრს, შემდეგ აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ.
1.საკითხავი მასალა
19.4
2. თაბახის ფურცლები
45 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას
1.სამუშაო ფურცელი 25.
2. თაბახის ფურცლები.
25 წთ.
წინადადების წევრები
ინტერაქტიური ლექცია
ტრენერი მსმენელებს აცნობს წინადადების წევრებს.
საკითხავი მასალა 19.5.
25 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, შემდეგ ერთმანეთს აცნობენ და განიხილავენ  შესრულებულ დავალებას.
1.სამუშაო ფურცელი 26.
2. თაბახის ფურცლები.
5 წთ.
საშინაო დავალება

ტრენერი მსმენელებს აძლევს საშინაო დავალებას: აირჩიეთ ერთ-ერთი თემა განვლილი მასალიდან და დაგეგმეთ გაკვეთილი; აცნობს შეფასების სქემას, რომელთა მიხედვითაც შეფასდება დამსწრეთა დავალებები (მონაწილეებს შესწორებული დავალებები დაუბრუნდებათ ტრენინგის მეექვსე დღეს).
გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა



ტრენინგის მე-5 დღე,  1-ლი სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსი
30წთ.
წინადადებათა სახეები აგებულების მიხედვით
ინტერაქტიური ლექცია
ტრენერი ესაუბრება მსმენელებს აღნიშნულ საკითხებზე
საკითხავი მასალა 19.6.
30 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, შემდეგ განიხილავენ შესრულებულ დავალებებს.
1.სამუშაო ფურცელი 27.
2. თაბახის ფურცლები
30 წთ.
განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები.
საკითხავი მასალის გაცნობა, ანალიზი.
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ეცნობიან საკითხავ მასალას ჯგუფებში, შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს წაკითხულ მასალას აუდიტორიის წინაშე.
1.საკითხავი მასალა 20.
2.თაბახის ფურცლები.
60 წთ.
პუნქტუაცია
ინტერაქტიური ლექცია
ტრენერი უხსნის მონაწილეებს სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს.
საკითხავი მასალა 21


ტრენინგის მე-5 დღე,  მე-2   სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობების აღწერა
სასწავლო რესურსი
30 წთ.
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას.
1.სამუშაო ფურცელი 28.
2. თაბახის ფურცლები.
30 წთ.
პირდაპირი და ირიბი ნათქვამი
ინტერაქტიური ლექცია
ტრენერი მსმენელებს ესაუბრება პირდაპირი და ირიბი ნათქვამის შესახებ.
საკითხავი მასალა 22.
30 წთ.
ლექსიკოლოგია
მუშაობა საკითხავ მასალაზე.
ჯგუფური მუშაობა.
ტრენერი ჯგუფებად ყოფს მსმენელებს და ავალებს, წაიკითხონ საკითხავი მასალის სხვადასხვა მონაკვეთები, თეზისებად ჩამოაყალიბონ ძირითადი აზრი და წარმოადგინონ აუდიტორიის წინაშე.
1. საკითხავი მასალა 23.
2. თაბახის ფურცლები.
30 წთ.
პრაქტიკული დავალება
ჯგუფური მუშაობა
ტრენერი ჯგუფებს აძლევს პრაქტიკულ დავალებებს, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების განხილვა.
სამუშაო ფურცელი 28; 30; 31; 32.
2. თაბახის ფურცლები.
25 წთ.
პრაქტიკული დავალება
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ჯგუფებში ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების პრეზენტაცია
1.სამუშაო ფურცელი 29
2. თაბახის ფურცლები.
5 წთ.
საშინაო დავალება

ტრენერი მსმენელებს აძლევს საშინაო დავალებას: გაეცანით საკითხავ მასალაში წარმოდგენილ ფრაზეოლოგიზმებს.

საკითხავი მასალა 23.


ტრენინგის მე-6 დღე, 1-ლი სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსი
30 წთ.
სტილი, სტილისტიკა, სტილისტიკის შესწავლის საგანი
გონებრივი იერიში; მინილექცია

ტრენერი მსმენელებს უსვამს შეკითხვას: რა არის სტილი? ისმენს მათ მოსაზრებებს და პასუხებს აფიქსირებს. შემდეგ ატარებს  მინილექციას.
30 წთ.
სტილისტიკის საკთხების შესწავლისას გამოსაყენებელ სავარჯიშოთა ტიპები
საკითხავი მასალის გაცნობა და ანალიზი; მსგავსი ტიპის სავარჯიშოების შექმნა.
ჯგუფური მუშაობა.
ტრენერი მსმენელებს ავალებს, გაეცნონ საკითხავ მასალას, შემდეგ კი ყოფს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს სთხოვს საკითხავ მასალაში მოცემული სავარჯიშოების ნიმუშების მიხედვით შექმნან სავარჯიშოები.
საკითხავიმასალა 25.
თაბახის ფურცლები.
30 წთ.
ჯგუფებში შესრულებული დავალების ანალიზი.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წარმოადგენს სავარჯიშოს, დანარჩენი მსმენელები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
ფლიფჩარტი
30 წთ.
პრაქტიკული დავალება.
ჯგუფური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას (ჯგუფებში), რასაც მოჰყვება შესრულებული დავალებების ანალიზი.
სამუშაოფურცელი 33.
თაბახის ფურცლები.
30
პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას, შემდეგ ხდება რამდენიმე დავალების ანალიზი.
სამუშაოფურცელი 34.
თაბახის ფურცლები

ტრენინგის მე-6 დღე,  მე-2   სესია
საჭირო დრო
თემა
მეთოდი/ორგანიზების ფორმა
აქტივობის აღწერა
სასწავლო რესურსი
50 წთ.
ფუნქციონალური სტილისტიკა
მინილექცია, საკითხავ მასალაზე მუშაობა.
ჯგუფური მუშაობა.
ტრენერი მსმენელებს ესაუბრება მითითებულ საკითხზე, შემდეგ ისინი ჯგუფებში ეცნობიან საკითხავ მასალას და წერილობით აყალიბებენ ძირითად საკითხებს და აცნობენ აუდიტორიას.
საკითხავიმასალა 26.
თაბახის ფურცლები.
30 წთ.
განვლილი მასალის გასამეორებელი პრაქტიკული დავალება
ინდივიდუალური მუშაობა
მსმენელები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას.
1.სამუშაო ფურცელი 35
2. თაბახის ფურცლები
30 წთ.
შესრულებული დავალებების ანალიზი
დისკუსია
ტრენერი მსმენელებთან ერთად განიხილავს მათ მიერ შესრულებულ დავალებებს.

40 წთ.
საშინაო დავალების ანალიზი

ტრენერი მსმენელებს აცნობს მათ მიერ შესრულებული დავალებების შეფასებას(დავალება მიეცათ ტრენინგის მეოთხე დღის ბოლოს); თითოეულ მონაწილეს უბრუნებს შესრულებულ დავალებას კომენტარებით (განმავითარებელი შეფასებით), საუბრობს ტიპურ შეცდომებზე, მსმენელებს აძლევს მითითებებსა და რეკომენდაციებს.




No comments:

Post a Comment