Pages

Saturday, 18 January 2014

ტრენინგის ,,პრაქტიკული ფსიქოლოგია საკლასო ოთახში” წერილობითი ანგარიში

ღონისძიების სახელება:

ტრენინგი

ტრენინგის დასახელება:

პრაქტიკული ფსიქოლოგია საკლასო ოთახში

ჩამტარებელი ორგანიზაცია:  

პროფესიული განვითარების ეროვნულცენტრი      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

ტრენინგის ჩატარების დრო:

29.11-30.11-01.12.2012

ჩატრების ადგილი და ხანგრძლივობა:

ქუთაისის მასწავლებელთა სახლი  (12 სთ. 3 დღე). 

ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი:

საბა ჩიხლაძე   593-33-17-50  
                     
ტრენინგის მიზანი და ამოცანები

ტრენინგის მიზანია, პედაგოგებს გადასცეს ის ფსიქოლოგიური ცოდნა და გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევებირომლებიც მათ კლასში   ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების გადალახვასა და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილებაში დაეხმარება;  გამოყენებული იქნება რეალური სასკოლო ცხოვრებიდან აღებული პედაგოგიური სიტუაციები;  მოხდება მათი ფსიქოლოგიური ანალიზი და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით პრობლემის დაძლევის გზების ძიება;  ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების დაძლევაში.

რეზიუმე:

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით. ყველა პედაგოგმა მოკლედ ჩამოაყალიბა ის მოლოდინები რასაც ელოდნენ თავად ტრენერიდან და საერთოდ ტრენინგიდან. ტრენერმა წარმოადგინა სამუშაო პროგრამა, რამაც მაშინვე მომხიბლა. გავეცანით ტრენინგის მიზანს. ჯგუფის წევრებმა შევიმუშავეთ თანამშრომლობის წესები. შემდეგ მიმოვიხილეთ სასკოლო ცხოვრებაში არსებული  ფსიქოლოგიური პრობლემები და მოვახდინეთ მათი კლასიფიცირება. დასახელდა უამრავი პრაქტიკული მაგალითი , რის შედეგადაც უფრო საინტერესო გახდა მუშაობა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ პედაგოგის იმ კომპეტენციებზე, რომლებიც აუცილებელია მაღალი დონის პროფესიონალი პედაგოგისთვის. ჯგუფური მუშაობის საშუალებით განვიხილეთ რთულ პედაგოგიურ სიტუაციებში მოსწავლეთა ქცევა და მოვახდინეთ ფსიქოლოგიური ანალიზი. შევიმუშავეთ პრობლემის გადაჭრის გზები და საშუალებები. გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.  დასასრულს კი შევაჯამეთ პირველი დღის საქმიანობა.
პირველი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. აქტიურად ვიყავი ჩართული მუშაობაში და მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას.
მეორე დღე დიდი ემოციებითა და კარგი განწყობით დაიწყო. კვლავ განვიხილეთ პედაგოგიური სიტუაციები, ბავშვის ქცევითი სირთულეების გამომწვევი მიზეზები. დასახელდა უამრავი პრაქტიკული მაგალითი სასკოლო ცხოვრებიდან, რითაც უფრო საინტერესო გახდა ტრენინგი.
შემდეგი საკითხი, რომელიც დატალურად იქნა განხილული, იყო მშობლებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშესაწყობად პედაგოგებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება და ასეთი ურთიერთთანამშრომლობისათვის მათში საჭირო უნარების გამომუშავება. ჯგუფში დავასახელეთ მიზეზები, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს პედაგოგსა და მშობელს შორის კონფლიქტი, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს როგორც მასწავლებელმა, ასევე მშობელმა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. დავასახელეთ ბევრი კონკრეტული მაგალითი და მოვახდინეთ ფსიქოლოგიური ანალიზი. ბოლოს კი გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
შემდეგი საკითხი იყო თვითშეფასება და მისი როლი პიროვნების ფორმირების პროცესში. განვიხილეთ თვითშეფასება ადრეულ ასაკში, მოზარდობის პერიოდში მათთვის დამახასიათებელი თავისებურებებით. ძალიან საინტერესო იყო თვითშეფასებაზე ორიენტაციის გაძლიერება გარდამავალ ასაკში, რომელიც დაკავშირებულია მოზარდის პიროვნების დამახასიათებელ თავისებურებებთან: მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ, თავისუფლებისაკენ და სხვა. მატებასთან ერთად თვითშეფასება ხდება სულ უფრო და უფრო მდგრადი წარმონაქმნი, მდგრადი თვითშეფასება კი პრეტენზიების დონის საფუძველია.
ეს საკითხი ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან სისტემატურად ვმუშაობ მშობლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის აუცილებლობისათვის მოსწავლეებში ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბების მიზნით.
შესვენების შემდეგ განვიხილეთ საკითხები-სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ბავშვის ემოციური განვითარების თავისებურებების ჩამოყალიბება, ემოციური არამდგრადობის სხვადასხვა სახისა და სასკოლო შფოთიანობის გამომწვევი მიზეზები. გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, თუ რამდენად უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს სასკოლო შფოთიანობამ მოსწავლეთა სწავლის პროცესში. გულდასმით მოვისმინე ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შეამცირებს სასკოლო შფოთიანობას, რაც მოგვცემს მაღალ შედეგს თითოეული ბავშვის ცხოვრებაში. ბოლოს კი შევაჯამეთ მეორე დღის საქმიანობა.
მესამე დღეს განხილულმა საკითხებმა უფრო ღრმად ჩამახედა მოსწავლის სულიერ სამყაროში. ვისაუბრეთ ტემპერამენტის ძირითად ტიპებზე, ტიპოლოგიურ მახასიათებლებზე, ტემპერამენტის ტიპების ძირითად განმასხვავებელ ნიშნებზე: გრძნობის აღმოცენების სისწრაფე, აღმოცენებული გრძნობების ხასიათი, გრძნობების ხანგრძლივობა, გრძნობების ექსპრესიულობის ხასიათი. თითოეული ტიპი განვიხილეთ დაწვრილებით და მივიღე რეკომენდაციები სხვადასხვა ტემპერამენტის ტიპის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციისათვის. ვისაუბრეთ, თუ რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი მოსწავლის გრძნობების ამოსაცნობად, მოსწავლესთან ურთიერთობის პროცესში აღმოცენებული პრობლემების დასაძლევად მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუსრულებელი წინადადებების მეთოდის გამოყენება.
შესვენების შემდეგ პრეზენტაციით, პრაქტიკული სამუშაოებითა და ინტერაქტიული ლექციის საშუალებით დეტალურად განვიხილეთ კონკრეტული საკითხები სასკოლო ცხოვრებიდან, კერძოდ: სკოლასთან დამოკიდებულება, აკრძალვებისა და წახალისების სხვადასხვა ფორმის გამოყენების მიმართ მოსწავლეთა  შეხედულებები, მშობლებთან დამოკიდებულება და სხვა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ შეკითხვების სხვადასხვა ტიპზე-ღია და დახურული, პირდაპირი და არაპირდაპირი, შთამაგონებელი და ბავშვებთან საუბრისას მათი გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე პედაგოგებში საუბრის ეფექტურად წარმართვისა და მოსწავლეებისაგან საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით.
ბოლოს კი შევაჯამეთ ტრენინგი.

ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:

ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება, გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში, რადგან ღრმად ჩავწვდე მოსწავლის სუბიექტურ რეალობას, შევისწავლო მისი სულიერი სამყარო, რადგან მასწავლებლებს ხშირად გვგონია, რომ კონკრეტულმა მოვლენამ სხვაშიც ისეთივე გრძნობები უნდა გამოიწვიოს, რაც ჩვენში. მაგრამ ფაქტობრივად, ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის მოვლენა თავისთავად, არამედ ის საზრისი, რასაც ჩვენ მასში ვდებთ. მაქსიმალურად გავითვალისწინო მოსწავლის ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები, კარგად გავეცნო ტემპერამენტის ტიპებს, რის შედეგადაც საგაკვეთილო პროცესში არ იყოს ხარვეზები და პრობლემები.
ღონისძიებაში მონაწილეობამ ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას შემატა ბევრი. კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც. კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებებს თემებზე: ,,ტემპერამენტი. ტემპერამენტის ტიპები“, ,,თვითშეფასება და მისი როლი ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში“, ,,სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე“, ,,გარდამავალი ასაკის სიძნელეები და მათი თავიდან აცილების გზები“. სკოლაში დავნერგავ ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტს, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ბატონ საბა ჩიხლაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.








                                       თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
ერთი თვალის გადავლებით ვხვდები, რაზეა მოცემული თეორიული მასალა




დავალების მოთხოვნას ვპასუხობ ზუსტად




მონაწილეობას ვღებულობ ზეპირ პრეზენტაციებში




ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ




ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო




აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში




განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ




ვიცავ დროის ლიმიტს






სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება


სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
  შეფასების კრიტერიუმები
 
  დიახ
 
  არა
 
  ზოგჯერ
 
  დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფი მეგობრულ იყო,  მონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.
 
   
 
   
 
   
 
  დისკუსია ჯგუფში თემას არ გასცილებია
 
   
 
   
 
   
 




                                                           ნინო გამყრელიძე

             02.12.2012