Pages

ტრენინგის ,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები” წერილობითი ანგარიში

ღონისძიების სახელება:

გრძელვადიანი ტრენინგი

ტრენინგის დასახელება:

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები

ჩამტარებელი ორგანიზაცია: 

პროფესიული განვითარების ეროვნულცენტრი      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

ტრენინგის ჩატარების დრო:

09.09-10.09-11.09-12.09-13.09.2013 წელი

ჩატრების ადგილი და ხანგრძლივობა:

ქუთაისის მასწავლებელთა სახლი  (20 სთ. 5 დღე). 

ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი:

ნინო ჩიხლაძე
593-15-28-91
niachkhladze@gmail.com      
                 
ტრენინგის მიზანი და ამოცანები:

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურის უკეთ გაგებასა და ჩამოყალიბებაში; გაკვეთილის  დაგეგმვის  ზოგადი  პრინციპების შემუშავებაში; კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვაში; ინდივიდუალური  სასწავლო  გეგმის  შედგენაში; ბლუმის, გარდნერისა და პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპებისა და მეთოდების უკეთ გაგებასა და პრაქტიკულად გამოყენებაში; მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების, მეტაკოგნიტური უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; სწავლების სტრატეგიების ეფექტურ დაგეგმვაში, გამოყენებასა და შეფასებაში; მოსწავლის პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში; საშინაო დავალების მიზანმიმართულად გამოყენებაში; კლასის დამრიგებლის მუშაობის პრინციპების შემუშავებაში; მასწავლებლის პროფესიულ ზრდა-განვითარებაში.

რეზიუმე:

I დღე-,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა“.

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით. ტრენერმა წარმოგვიდგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო ღონისძიების მიზანი. ჯგუფის წევრებმა შევიმუშავეთ ტრენინგის დეკლარაცია.
პირველი საკითხი, რომელიც დეტალურად განვიხილეთ, იყო ეროვნული სასწავლო გეგმა. მასში შევეხეთ ძირითად საკითხებს: საგნობრივი პროგრამების სტრუქტურას; ცოდნის სამ კატეგორიას, რომელშიც გამოვყავით დეკლარირებული, პროცედურული და პირობისეული ცოდნა; პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს.
დაწვრილებით განვიხილეთ ცხრა პრიორიტეტული კომპეტენცია, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.
შემდეგი საკითხი იყო-,,როგორ დავგეგმოთ მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი“. გაიმართა დისკუსია, რომელშის აქტიური მონაწილეობა მივიღე და ჩამოვაყალიბე, თუ რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა. იგი აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის, მისი გამდიდრება-გამრავალფეროვნებისათვის, განახლებისა და დახვეწისათვის. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტიპის სასწავლო გეგმებზე. განვიხილეთ საგნის , კვირის, თემის, წლიური გეგმების შემადგენელ ძირითად კომპონენტებზე. სატრენინგო მასალაში მე-9 გვერდზე გულდასმით დავათვალიერე სილაბუსისა და თემატური გეგმის სავარაუდო ფორმის ინსტრუქცია.
შემდეგ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი სავარჯიშოთა კრებულში იხილავდა სიტუაციურ ამოცანას. ჯგუფის წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. ვცდილიბდი, ჯგუფისათვის ჯანსაღი იდეების მიწოდებას, ვითვალისწინებდი სხვის მოსაზრებას, და ბოლოს, გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია. გავითვალისწინე ტრენერის რეკომენდაციები.
ათწუთიანი შესვენების შემდეგ, ტრენერმა საინტერესოდ წარმოგვიდგინა გაკვეთილის ფაზები. ყურადღება გავამახვილე გაკვეთილის მეოთხე ფაზაზე-,,განხილვისა და შეჯამების ფაზა“. ეს ჩემთვის ახალი იყო. ვისაუბრეთ, თუ რამდენად ეფექტურია კოლეგებთან ერთად გეგმის შედგენა. სავარჯიშოთა კრებულში კვლავ განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაციები.
 შემდეგი საკითხი იყო, თუ როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი; სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპები; ჩამოვაყალიბეთ სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები; განვიხილეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; გულდასმით დავათვალიერე ინდივიდუალური განვითარების გეგმის ნიმუში.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის პირველი დღე. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტი“ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

II დღე-,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები”.

ტრენინგის დასაწყისშივე მონაწილეებმა წინა დღის რეფლექსიისათვის სავარჯიშოთა კრებულში ინდივიდუალურად შევასრულეთ მე-10 სავარჯიშო და გავაკეთე პრეზენტაცია სილაბუსის შემადგენელ კომპონენტებზე.
შემდეგ ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომიაზე. განვიხილეთ კოგნიტური, აფექტური და ფსიქომოტორული სფეროები. სავარჯიშოთა კრებულში ჯგუფებში შევასრულე პრაქტიკული სავარჯიშო, რომელშიც ცალკეული სფეროს თითოეულ დონეს შევუსაბამე საკვანძო სიტყვები, შეკითხვები და შესაბამისი აქტივობები. ჯგუფში აქტიურად ვიყავი ჩართული, ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა წევრების აზრები. ბოლოს გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ტრენერმა ნინო ჩიხლაძემ საინტერესოდ ისაუბრა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მოსწავლეებში უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარება; როგორ უზრუნველვყოთ თანმიმდევრული და წარმატებული სვლა აღქმა-გაგებიდან შექმნამდე. მოვისმინე ძირითადი რეკომენდაციები აზროვნების ზედა დონის ასამოქმედებელი შეკითხვების განვითარებისათვის.
შემდეგი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო ,,სწავლის სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“. აღვწერეთ რვავე ტიპის ინტელექტი, მათი შესატყვისი ოპერაციები და დასწავლის საშუალებები. სავარჯიშოთა კრებულში მცირე ჯგუფებში შევასრულეთ სიტუაციური ამოცანები და თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის მეორე დღე. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტი“ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

III დღე-,,სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები“.

 ტრენინგის ეს დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დაწვრილებით განვიხილეთ სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები. კერძოდ: პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპები, რომელშიც გამოვყავით სწავლების ,,ნაწილებით სწავლებისა“ და ,,საკითხის შესახებ სწავლების“ მოდელები. ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა იმ 4 ძირითად საკითხზე, რომელიც პერკინსის აზრით, უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის დროს. ვისაუბრეთ ტრანსფერის ფორმებზე და სწავლების დიდაქტიკურ, სოკრატულ, პრაქტიკულ და სოციალურ/თანამშრომლობით მეთოდებზე.
ამის შემდეგ დავიყავით ჯგუფებად და სავარჯიშოთა კრებულში შევასრულეთ რამდენიმე სიტუაციური ამოცანა, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა გაანალიზა კონკრეტული ამოცანა, იმსჯელა, გამოიტანა დასკვნები და გააკეთა ზეპირი პრეზენტაცია.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ აქტიურად შევუდექი მუშაობას და ვისაუბრე, თუ როგორ ხდება მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება. გამოვყავი კრიტიკული აზროვნების 5 ძირითადი ნიშანი და ტრენერიდან მოვისმინე რეკომენდაციები, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ ტიპის აზროვნების განვითარებაში.
ამის შემდეგ, შევეხეთ შემოქმედებით აზროვნებას. ვისაუბრეთ, თუ როგორ შექმნას მასწავლებელმა კლასში შემოქმედებითი გარემო; როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება და რა მეთოდები შეიძლება, გამოვიყენოთ განვითარებისათვის.
შემდეგ განვიხილეთ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, მისი საფეხურები, როგორ შეარჩიოს მასწავლებელმა პრობლემური ტიპის ამოცანები და სტრატეგიები. ვიმუშავეთ სიტუაციურ ამოცანებზე და მაქსიმალურად შევეცადე, გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები.
ბოლოს შევაჯამეთ III დღის ტრენინგი. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტი“ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

IV დღე-,,მეტაკოგნიტური უნარების განვითარება; გრაფიკული ორგანიზატორები; სწავლების ფორმები“.

ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წინა დღის რეფლექსია, შემდეგ კი განვიხილეთ მეტაკოგნიცია-აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ და მისი ამოქმედების პრაქტიკული სტრატეგიები.
დაწვრილებით განვიხილეთ სწავლის ეფექტური სტრატეგიები: მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა; არსებული ცოდნის გახსენება/ცოდნის კონსტრუირება; ჩანაწერების გაკეთება; ინფორმაციის ორგანიზება; მასალის შეჯამება; გაგება-გააზრების შემოწმება, ანუ მონიტორინგი; კვირის გეგმის შედგენა. შემდეგ დავიყავით ჯგუფებად და სავარჯიშოთა კრებულში განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები, გავაკეთე პრეზენტაცია.
შესვენების შემდეგ ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა გრაფიკულ ორგანიზატორებზე, ანუ კოგნიტურ დიაგრამებზე, როგორც ეფექტური სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტზე.
შემდეგი საკითხი იყო ,,სწავლების ფორმები“. გამოვყავი სწავლების სამივე ფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ცალკე ვისაუბრე თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებზე: დისკუსია, პროექტი, როლური თამაში. სასკოლო ცხოვრებიდან გავიხსენე სხვადასხვა სიტუაცია, რამაც უფრო საინტერესო დახადა ტრენინგი. მცირე ჯგუფებში განვიხილე რამდენიმე სიტუაციური ამოცანა და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს შევაჯამეთ IV დღის ტრენინგი. მომდევნო დღისთვის გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტი“ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

V დღე-,,საშინაო დავალება, დამრიგებელი, პიროვნული და სოციალური უნარები”

გრძელვადიანი ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ აქტიური იყო. მოლოდინი გამართლდა, გავიმყარე ცოდნა პროფესიულ უნარებში, რითაც ხელი შეეწყო ჩემს პროფესიულ ზრდა-განვითარებას.
ტრენერმა ნინო ჩიხლაძემ საინტერესოდ ისაუბრა საშინაო დავალების აუცილებოლობასა და მნიშვნელობაზე, მიზნებზე, პრინციპებზე და გამოყო, თუ დროის რა ნაწილი უნდა დაუთმონ მოსწავლეებმა საშინაო დავალების შესრულებას დაწყებით კლასებში. დავიყავით მცირე ჯგუფებად და სავარჯიშოთა კრებულში შევასრულეთ რამდენიმე ამოცანა. გარდა ამისა, ვიმუშავეთ დახურულ კითხვებიან სავარჯიშოებზეც, რომელშიც ყველა სავარაუდო პასუხი დეტალურად განვიხილეთ. გაიმართა დისკუსია, რომელშის აქტიური მონაწილეობა მივიღე, გავიხსენე პრაქტიკული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან, რითაც უფრო საინტერესო გახდა მუშაობა.
ბოლო საკითხი იყო ,,მოსწავლეთა სოციალური განვითარება“. თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში. გამოვყავით მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები, რომლის გათვალისწინება სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. ტრენერმა გააკეთ მინი პრეზენტაცია თემაზე-,,დამრიგებლის როლი და სადამრიგებლო პროგრამები სკოლაში“. ისაუბრა, კლასის დამრიგებლის მუშაობა თუ რა პრინციპეპს უნდა ეფუძნებოდეს; რა ძირითადი ფუნქციები აქვს სადამიგებლო საათს; დაწყებით კლასებში სადამრიგებლო საათის თემები რა მიმართულებებს უნდა მოიცავდეს; რა სირთულეებია გარდამავალ ასაკში პიროვნული და სოციალური უნარების განვითარების მხრივ.
სავარჯიშოთა კრებულში ინდივიდუალურად შევასრულეთ დამრიგებლის საქაღალდე, დეტალურად განვიხილე მასალები საქაღალდიდან და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს ხუთივე დღის რეფლექსიის მიზნით, ტრენერმა ჩაატარა ტესტირება, რომელსაც მე პირადად, მოუთმენლად ველოდი. ტესტი არ გამჭირვებია. იგი იყო კომბინირებული, მოიცავდა, როგორც ღია, ასევე დახურულ შეკითხვებს. უკუკავშირი მაშინვე მივიღე, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გავხდი უფრო თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული. 

ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:

ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება, გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში.
 ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში და წახალისებაში. პროფესიული განვითარება ასპარეზს უთმობს განახლების მოდელს. ეს მოდელი მომცემს შესაძლებლობას, გადავხედო, თავიდან გავაკეთო, შევასწორო, თავიდან ჩამოვაყალიბო, გადავაფასო ჩემი პრაქტიკული საქმიანობა. მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები კოლეგებს, გახდნენ ინფორმაციისა და სწავლის მაძიებელნი, პრობლემის გადამჭრელნი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარნი. ეს კი მიიღწევა მასწავლებლის წახალისებით, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და საუბრებში.
ტრენინგზე კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც. კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებებს თემებზე: ,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა“, ,,განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომია“, ,,სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები“, მეტაკოგნიტური უნარების განვითარება: გრაფიკული ორგანიზატორები, სწავლების ფორმები“, ,,საშინაო დავალება. დამრიგებელი, პიროვნული და სოციალური უნარები“.
ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ნინო ჩიხლაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.









                      თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
ერთი თვალის გადავლებით ვხვდები, რაზეა მოცემული თეორიული მასალა




დავალების მოთხოვნას ვპასუხობ ზუსტად




მონაწილეობას ვღებულობ ზეპირ პრეზენტაციებში




ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ




ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო




აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში




განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ




ვიცავ დროის ლიმიტს






სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება

სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
  შეფასების კრიტერიუმები
 
  დიახ
 
  არა
 
  ზოგჯერ
 
  დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფი მეგობრულ იყო,  მონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.
 
   
 
   
 
   
 
  დისკუსია ჯგუფში თემას არ გასცილებია
 
   
 
   
 
   
 



                                    ნინო გამყრელიძე


    14.09.2013


No comments:

Post a Comment