ღონისძიების დასახელება:
ტრენინგი
ტრენინგის დასახელება:
კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა
მოტივაცია
ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
(განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების დრო:
14.09-15.09.2013 წელი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:
ქუთაისის მასწავლებელთა სახლი (9 სთ. 2 დღე).
ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი:
ნინო ჩიხლაძე
593-15-28-91
niachkhladze@gmail.com
ტრენინგის მიზანი და ამოცანები:
ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს პედაგოგებს
კომუნიკაციის სახეების, ტიპებისა და
სტრატეგიების უკეთ გაგებასა და პრაქტიკულად გამოყენებაში, გაცნობიერებაში; სასწავლო
პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი ეფექტური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებაში;
მოსწავლეთა პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით მოტივაციის სტრატეგიის
შერჩევაში.
რეზიუმე:
I დღე-,,კომუნიკაცია”
ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით.
ტრენერმა წარმოგვიდგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო ღონისძიების მიზანი. ჯგუფის წევრებმა
შევიმუშავეთ ტრენინგის დეკლარაცია.
ტრენერმა ნინო ჩიხლაძემ საინტერესოდ ისაუბრა ეფექტური
კომუნიკაციის არსსზე; კომუნიკაციის სახეებზე (ვერბალური, არავერბალური, წერილობითი)
და მოგვცა პრაქტიკული რჩევები, როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში. განვიხილეთ
ეფექტური და უშედეგო კომენტარების ნიმუშები.
შემდეგ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა
კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი სავარჯიშოთა კრებულში იხილავდა სიტუაციურ ამოცანას.
წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. ვცდილიბდი,
ჯგუფისათვის ჯანსაღი იდეების მიწოდებას, ვითვალისწინებდი სხვის მოსაზრებას, და ბოლოს,
გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია. გავითვალისწინე ტრენერის რეკომენდაციები.
პრეზენტაციის შემდეგ შევისვენეთ რამდენიმე წუთი და განვიხილეთ
აქტიური მოსმენის ტექნიკა; განვასხვავეთ პასიური, მოჩვენებითად აქტიური და აქტიური
მოსმენა ერთმანეთისგან. ვისაუბრეთ, როგორ გავართვათ თავი ,,რთულ“ მშობლებთან კომუნიკაციას;
რა ფაქტორებმა შეიძლება, გამოიწვიოს კონფლიქტი მშობელსა და მასწავლებელს შორის და როგორ
შეიძლება, დავძლიოთ იგი. აგრეთვე შევეხეთ კითხვათა ტიპებსა და კითხვის დასმის ტექნიკებს;
კომპონენტებს, რომლებიც მოსწავლეებში კომუნიკაციური კომპეტენტურობის ფორმირებაში ეხმარება;
მოვისმინეთ რეკომენდაციები, როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში, მშობლებთან
და კოლეგებთან.
შემდეგ კვლავ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა
კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი სავარჯიშოთა კრებულში იხილავდა სიტუაციურ ამოცანას.
წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. დასრულების
შემდეგ გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის პირველი დღე. მომდევნო დღისთვის
გავინაწილეთ დავალებები. შევავსეთ ,,ფლიფ ჩარტი“ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
II
დღე-,,მოტივაცია”
დასაწყისში შევაჯამე წინა დღის საქმიანობა (რეფლექსია).
გაიმართა დისკუსია-,,კომუნიკაციის სახეები“.
მოვიყვანეთ რამდენიმე პრაქტიკული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან, სადაც ყველამ გამოთქვა
საკუთარი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლოს, შევჯერდით ერთ საერთო
აზრზე და დავაფიქსირეთ სწორი და მართებული პასუხი.
ტრენერმა საინტერესოდ ისაუბრა, რა მნიშვნელობა აქვს
სასწავლო პროცესში მოტივაციას. განიხილა მოტივაციის ორივე სახე (შინაგანი და გარეგანი)
და სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოტივაციაზე. განვიხილეთ აბრაამ მასლოუს
მოტივაციის იერარქიული თეორია და დეტალურად გამოვყავით ძირითადი მოთხოვნილებები. შევქმენით
მოთხოვნილებათა იერარქიული მოდელი და მოვისმინეთ
რეკომენდაციები, როგორ გავითვალისწინოთ მასლოუს
თეორია საგანმანათლებლო სისტემაში.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ მოტივაციისადმი
ძირითად თეორიულ მიდგომებზე (ბიჰევიორისტული და კოგნიტური); გამოვყავით პიროვნული ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენს მოტივაციაზე (თვითგანსაზღვრა, მიზნები, ინტერესები და ემოციები,
თვითეფექტურობა). ბოლოს განვიხილეთ სწავლის მოტივაციის გაზრდის სხვადასხვა სტრატეგია-
TARGET-ის მოდელი.
სავარჯიშოთა კრებულში შევასრულეთ რამდენიმე სიტუაციური
ამოცანა და გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს ორივე დღის რეფლექსიის მიზნით, ტრენერმა ჩაატარა
ტესტირება, რომელსაც მე პირადად, მოუთმენლად ველოდი. ტესტი არ გამჭირვებია. იგი იყო
კომბინირებული. მოიცავდა, როგორც ღია, ასევე დახურულ შეკითხვებს. უკუკავშირი მაშინვე
მივიღე, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გავხდი უფრო თავდაჯერებული და საკუთარ თავში
დარწმუნებული.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:
ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია
ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა,
რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ
მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი
შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური
მოსწრებისათვის.
ტრენინგის
მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი
ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან
სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება,
გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
ტრენინგზე მიღებული
ცოდნის გამოყენებით დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს,
რომლებიც მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე
მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი
გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში.
ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის
გაუმჯობესებაში და წახალისებაში. პროფესიული განვითარება ასპარეზს უთმობს განახლების
მოდელს. ეს მოდელი მომცემს შესაძლებლობას, გადავხედო, თავიდან გავაკეთო, შევასწორო,
თავიდან ჩამოვაყალიბო, გადავაფასო ჩემი პრაქტიკული საქმიანობა. მე შეძლებისდაგვარად
დავეხმარები კოლეგებს, გახდნენ ინფორმაციისა და სწავლის მაძიებელნი, პრობლემის გადამჭრელნი
და საკუთარი საქმიანობის მკვლევარნი. ეს კი მიიღწევა მასწავლებლის წახალისებით, მონაწილეობა
მიიღონ დისკუსიებსა და საუბრებში.
ტრენინგზე კოლეგებთან
ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული
საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ
ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ
სკოლის გარეთაც. კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებებს თემებზე: ,,კომუნიკაციის სახეები”, ,,კითხვათა ტიპები და კითხვის დასმის ტექნიკა“,
,,მშობლებთან კომუნიკაცია“, ,,მოტივაციის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში“, ,,მოტივაციის
სახეები“, ,,მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები“.
ვითანამშრომლებ
სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან
დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ნინო
ჩიხლაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.
თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხანდახან
|
იშვიათად
|
არასდროს
|
ერთი თვალის გადავლებით ვხვდები, რაზეა მოცემული თეორიული
მასალა
|
||||
დავალების მოთხოვნას ვპასუხობ ზუსტად
|
||||
მონაწილეობას ვღებულობ ზეპირ პრეზენტაციებში
|
||||
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
|
||||
ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო
|
||||
აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
||||
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
|
||||
ვიცავ დროის ლიმიტს
|
სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება
სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო
თემა:...............................................................................
შეფასების კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ზოგჯერ
|
დისკუსიის
პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური
იყო.
|
|||
ჯგუფი
მეგობრული იყო, მონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.
|
|||
ჯგუფის
წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის
პროცესის სრულყოფისათვის.
|
|||
დისკუსია
ჯგუფში თემას არ გასცილებია
|
ნინო გამყრელიძე
16.09.2013
No comments:
Post a Comment