Pages

,,წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე”

ღონისძიების სახელება:

ტრენინგი

ტრენინგის დასახელება:

,,წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე”.

ჩამტარებელი ორგანიზაცია:  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 

ტრენინგის ჩატარების დრო:

13.06.2015
14.06.2015
15.06.2015

ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა  (16 საკონტაქტო საათი).

ტრენერის საკონტაქტო ინფორმაცია: 

ნანა კაცაძე
551-099-126
                   
ტრენინგის მიზანი

კითხვითი წინიერების პოპულარიზაცია და წიგნიერების განვითარების დონის ამაღლება დაწყებით კლასებში.

ამოცანები:
§  სწარაფი გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბება;
§  აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
§  საკუთარი შესაძლებლობების დადგენა;
§  თვალსაწიერის გაფართოება;
§  ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება. მოტივაციის გაზრდა;
§  ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისათვის გაზიარება;
§  მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
§  მიზნობრივი კითხვების ფორმულირება სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
§  ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზი პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად;
§  სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
§  უწყვეტი განათლებისათვის მზაობის დემონსტრირება.



ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ამ კურსის ფარგლებში, პედაგოგები შეძლებენ კითხვითი წიგნიერების პოპულარიზაციასა და წიგნიერების განვითარების დონის ამაღლებას დაწყებით კლასებში. მასწავლებლები შექმნიან მრავალფეროვან რესურსს, რითაც წაახალისებენ მოსწავლეთა წარმოსახვით, შემოქმედებით უნარებს და საბოლოოდ, მიაღწევენ უკეთეს სასწავლო შედეგებს.



რეზიუმე

I დღე 
ტრენერმა ნანა კაცაძემ წარმოგვიდგინა საკუთარი თავი და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, სლაიდით გვაჩვენა ცხოველების სურათები. მონაწილე ირჩევდა ბარათს მისი საყვარელი ცხოველის გამოსახულებით და გაცნობისას სახელის გარდა აფიქსირებდა, თუ რატომ გააკეთა ეს არჩევანი, რა თვისების გამო მოსწონს ეს ცხოველი. თუ ხედავს მსგავსებას ამ თვისებიდან გამომდინარე საკუთარ თავში.  ურთიერთგაცნობის შემდეგ, ტრენერმა გვთხოვა, გამოგვეთქვა აზრი თუ რატომ იყო ეფექტური ამ მეთოდით ურთიერთგაცნობა და რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს მსგავსი ტიპის აქტივობამ სასკოლო ცხოვრებაში. გავაკეთეთ დასკვნები, რომ ამ დროს ვითარდება სოციალური უნარები და მყარდება ეფექტური კომუნიკაცია მთელ ჯგუფთან.
ტრენერმა ყველა მონაწილეს გადმოგვცა საკითხავი მასალა და სამუშაო ფურცლები. გავაფორმეთ მიღება-ჩაბარების ფურცლები. მონაწილეებმა გამოვთქვით მოლოდინები ტრენინგთან დაკავშირებით.  ქალბატონმა ნანამ კი გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და ამოცანები.
გონებრივი იერიშით შევუდექით წიგნიერების განმარტებას.
ვუყურეთ ფილმს ემენჯერტულ წიგნიერებაზე და შევავსეთ სამუშაო ფურცლებში სქემა N1. ვისაუბრეთ ემენჯერტულ წიგნიერებაზე.
შემდეგ დავიყავით მცირე ჯგუფებად. ტრენერმა შემოგვთავაზა ბავშვის ქცევების ნუსხა და აღვნიშნეთ, თუ რომელი ქცევები შეესაბამებოდა წარმოდგენილ უნარებს (უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ შემოთავაზებული ქცევები არის ადრეული ასაკიდან 6 წლამდე). მონაწილეებმა შევუსაბამეთ უნარებს ბავშვის ქცევები და დავასაბუთეთ, თუ რატომ ვფიქრობდით ასე.  შევავსე სამუშაო ფურცელი N2.
ტრენერმა გვთხოვა, შეგვედგინა პოსტერები, სადაც უნდა მიგვეცა რჩევები მშობლებისათვის, თუ რა გზებით უნდა ეცადონ ბვშვებში წიგნიერების უნარის განვითარებას. ეს აქტივობა ძალიან მოგვეწონა.
გავაანალიზეთ სადამრიგებლო საათის მნიშვნელობა.
საკითხავ მასალაში გავეცანი მოსწავლეთა ინტერესთა სფეროს, განვითარების დინამიკასა და კლასების მიხედვით დავასახელე შესაბამისი ლიტერატურა.
ტრენინგის უკუკავშირი გავაკეთეთ 3;2;1 აქტივობით.

II დღე
მონაწილეები ვასრულებდით აქტივობას ,,იდუმალი ყუთი’’. გამოვთქვით  აზრი,  რომ აღნიშნული აქტივობა ბევრ უნარს ავითარებს და ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.
ვნახეთ ფილმები : ,,დიდი წიგნების კითხვა’’, ,,მხიარული ბანქო,  ,,ცხელი სკამი’’.
ვიმსჯელეთ აღნიშნული მეთოდების დადებით და უარყოფით მხარეებზე და იმ უნარების შესახებ, რომელთა განვითარებასაც უწყობენ ხელს.
შევავსე სამუშაო ფურცლებში  კითხვარი.
გავეცანი ორინტირებული (ვარაუდებით) კითხვის მეთოდს;
ბლუმის კოგნიტური მიზნების ტაქსონომიაზე დაყრდნობით შევიმუშავე შეკითხვები.

III დღე
გავეცანით მეთოდს ,, დიორამა. გავაკეთეთ მეთოდის ინსცენირება ტექსტზე „ყავარჯენი“.  მონაწილეებმა შევქმენით რესურსები მეთოდისათვის.
 გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენებით დავახასიათე პერსონაჟები;
შევაფასე აღნიშნული მეთოდი.
განვიხილეთ სტრატეგია -,,აფიშა/წიგნის ყდა/წიგნის გვერდები’’.
სტრატეგია ,,კუბზედაყრდნობით დავახასიათე პერსონაჟები;
ვნახეთ ფილმი ,,მარტივი დარგობრივი ტექსტების შექმნა“. განვიხილეთ მისი მნიშვნელობა.
მონაწილეემა სამეცნიერო ტექსტზე დაყრდნობით ვიმუშავეთ ლექსიკურ რუკაზე;
დავაკავშირეთ მეთოდები და უნარები.

ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება

ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მიღებული ცოდნით დარწმუნებული ვარ, ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მეტი სარგებლის მომტანი იქნება მოსწავლეებისთვის. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში.
 ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში და წახალისებაში. კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც.
              ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
              ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, ქალბატონ ნანა კაცაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.




                                 










No comments:

Post a Comment