Pages

,,ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებში”

ღონისძიების სახელება:

ტრენინგი

ტრენინგის დასახელება:

მოდული: ,,ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებში”.

ჩამტარებელი ორგანიზაცია:  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

ტრენინგის ჩატარების დრო:

23.07.2015
24.07.2015
25.07.2015

ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:

ქუთაისის მასწავლებელთა სახლი  (10 საკონტაქტო საათი. 3 დღე).

ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი:

ლანა სალაყაია
577-46-16-12   
                    
ტრენინგის მიზანი და ამოცანები

ტრენინგის მიზანია, ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებში.



რეზიუმე

I დღე

ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით. ტრენერმა წარმოგვიდგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო ღონისძიების მიზანი. ჯგუფის წევრებმა შევიმუშავეთ ტრენინგის დეკლარაცია.
ტრენერმა ლანა სალაყაიამ მკაფიოდ განმარტა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება დაწყებით კლასებში; რატომ არის თვითრეალიზაცია აუცილებელი? მონაწილეებმა განვმარტეთ, რა თვისებებით გამოირჩევა თვითაქტუალიზირებული პიროვნება.
განსაკუთრებით საინტერესო იყო მეგობრული ურთიერთობების დინამიკის განხილვა. განვიხილეთ რობერტ სელმანის კვლევების შედეგები შვიდიდან თორმეტ წლამდე ბავშვების მეგობრული ურთიერთობების შესახებ. კონკრეტული თეორიები მოვარგეთ თანამედროვე რეალობას და სიტუაციიდან გამომდენარე, გავაკეთეთ ანალიზი.
შემდეგ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. ჩვენი ჯგუფი იხილავდა სიტუაციურ ამოცანას. წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. ვცდილიბდი, ჯგუფისათვის ჯანსაღი იდეების მიწოდებას, ვითვალისწინებდი სხვის მოსაზრებას, და ბოლოს, გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია. გავითვალისწინე ტრენერის რეკომენდაციები.
აღსანიშნავი იყო სელმანის კვლევის შედეგები ბავშვების მსჯელობაზე დაყრდნობით, რის შედეგადაც მეგობრობის 4 სტადია გამოყო. ყურადღება გავამახვილეთ მე-5-მე-6 კლასებისათვის დამახასიათებელ მიკრო სოციალურ ჯგუფების შექმნაზე და წევრების მეგობრობაზე, სამეგობრო წრიდან გარიყულ ბავშვებზე. აღვნიშნეთ, რომ გარიყულები გამოირჩევიან აგრესიულობით ან ზედმეტი სიმორცხვით, რის გამოც აგრესიულები უფრო მეტად აგრესიულები, უმართავები ხდებიან, ხოლო მორცხვები და მშფოთვარენი კი მუდმივი თავდასხმის მსხვერპლები.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ ტრენერმა გააკეთა პრეზენტაცია თემებზე: ,,კონფორმულობა“, ,,ჩვენები, სხვები და სტიგმა“, ,,მეტსახელები. მე აქტიურად ვიყავი ჩართული და დისკუსიის საშუალებით დავაფიქსირე საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
შემდეგ კვლავ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. დასრულების შემდეგ გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის პირველი დღე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.



II დღე

მეორე დღე დაიწყო წინა დღის რეფლექსიით. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეთქვა თავისი აზრი, მოეყვანა პრაქტიკული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან. შემდეგ ქალბატონმა ლანამ საინტერესოდ ისაუბრა ეფექტური კომუნიკაციის არსსზე; კომუნიკაციის სახეებზე (ვერბალური, არავერბალური, წერილობითი) და მოგვცა პრაქტიკული რჩევები, როგორ გამოგვეყენებინა ეფექტური კომუნიკაციის სახეები საკლასო ოთახში. განვიხილეთ ეფექტური და უშედეგო კომენტარების ნიმუშები. ყურადღება გავამახვილეთ ადამიანის სუბიექტურ რეალობაზე, ღირებულებათა სისტემაზე, გონებრივ წარმოდგენებზე (შემეცნებითი რუკები), აღქმის თავისებურებებზე.
პრეზენტაციის შემდეგ შევისვენეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ კი განვაახლეთ მუშაობა და განვიხილეთ აქტიური მოსმენის ტექნიკა; განვასხვავეთ პასიური, მოჩვენებითად აქტიური და აქტიური მოსმენა ერთმანეთისგან. ვისაუბრეთ, როგორ გავართვათ თავი ,,რთულმშობლებთან კომუნიკაციას; რა ფაქტორებმა შეიძლება, გამოიწვიოს კონფლიქტი მშობელსა და მასწავლებელს შორის და როგორ შეიძლება, დავძლიოთ იგი. აგრეთვე შევეხეთ კითხვათა ტიპებსა და კითხვის დასმის ტექნიკებს; კომპონენტებს, რომლებიც მოსწავლეებში კომუნიკაციური კომპეტენტურობის ფორმირებაში ეხმარება; მოვისმინეთ რეკომენდაციები, როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში, მშობლებთან და კოლეგებთან.
ტრენერმა ჩაატარა მინი ლექცია თემაზე: ,,კონფლიქტები“, ,,კონფლიქტების მოგვარების ხერხები“. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების ხუთ სახეზე. ვისაუბრეთ მითებზე, მცდარ შეხედულებებზე, რომლების არსებობს კონფლიქტის 
შესახებ. გამოვკვეთეთ ეფექტური ხერხები პრობლემების დაძლევასთან დაკავშირებით.
კვლავ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტულ დავალებაზე. წევრებმა გადავინაწილეთ ფუნქციები. მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. დასრულების შემდეგ გავაკეთე ზეპირი პრეზენტაცია.
ბოლოს, შევაჯამეთ ტრენინგის მეორე დღე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

III დღე

დასაწყისში შევაჯამე წინა დღის საქმიანობა (რეფლექსია). გაიმართა  დისკუსია-,,კომუნიკაციის სახეები“. მოვიყვანეთ რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი სასკოლო ცხოვრებიდან, სადაც ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ ვისაუბრეთ ურთიერთობის სტილზე, თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებზე. განსაკუთრებით გამოვყავით ურთიერთობის ასერტული სტილი, რომელიც ხელს უწყობს მწვავე დაპირისპირების თავიდან აცილებას.
ძალიან საინტერესო იყო თემა-,,როგორ დავეხმაროთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ამგვარი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემური ბავშვებისათვის, რომლებიც დაინახავენ, რომ მათი ცხოვრება საინტერესოა პედაგოგისა და თანატოლებისათვის.
საკითხავ მასალაში დიდი ინტერესით გავეცანი აქტივობებს, რომლების ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას. შევეცდები, დოზირებულად და თანმიმდევრულად განვახორციელო მოცემული აქტივობები, რომლების ვფიქრობ, საინტერესო და სახალისო იქნება მოსწავლეებისათვის.
ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი.

გავხდი უფრო თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული

         ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:

ტრენინგი ჩემთვის ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობაში და მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით დარწმუნებული ვარ, ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტური კომუნიკაციის განვითარებას დაწყებით კლასებში.
 ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში და წახალისებაში.
მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც. კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებებს თემებზე: ,,კომუნიკაციის სახეები, ,,ურთიერთობის სტილი“.
ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ლანა სალაყაიას საინტერესო ტრენინგისთვის.




26.07.2015

                                                         
                                                        ნინო გამყრელიძე




თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
ერთი თვალის გადავლებით ვხვდები, რაზეა მოცემული თეორიული მასალა
დავალების მოთხოვნას ვპასუხობ ზუსტად
მონაწილეობას ვღებულობ ზეპირ პრეზენტაციებში
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო
აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
ვიცავ დროის ლიმიტს





სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება

სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
  შეფასების კრიტერიუმები

  დიახ

  არა

  ზოგჯერ

  დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო.

   

   

   

  ჯგუფი მეგობრულ იყომონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.

   

   

   

  ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.

   

   

   

  დისკუსია ჯგუფში თემას არ გასცილებია

   

   

   










No comments:

Post a Comment