Pages

განათლების დაწყებითი საფეხურის (I-IV) მასწავლებელთათვის ტრენინგის წერილობითი ანგარიში

ღონისძიების სახელება:

  ტრენინგი
ტრენინგის დასახელება:
 
ტრენინგი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-IV) მასწავლებელთათვის
ჩამტარებელი ორგანიზაცია:  
პროფესიული განვითარების ეროვნულცენტრი      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის ჩატარების დრო:
12.11-13.11-18.11-19.11-20.11.2013
ჩატრების ადგილი და ხანგრძლივობა:
 
ქუთაისის მასწავლებელთა სახლი  (25 სთ. 5 დღე). 
ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი:
ნანა კაცაძე
599-209-976   
                     
ტრენინგის მიზანი და ამოცანები
ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს გააანალიზონ, თუ რა უნარებს ავითარებს დაწყებით საფეხურზე ძირითადი აკადემიური საგნები; გაეცნონ დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ძირითად პედაგოგიურ რეკომენდაციებს; კითხვისა და წერის სწავლების ძირითად მეთოდებსა და მიდგომებს. გაანალიზონ შეფასების ტიპები. გაეცნონ არგუმენტირებული ესეს დაწერის სპეციფიკასა და მისი შეფასების კრიტერიუმებს.


რეზიუმე: 
I დღე
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო საკუთარი თავი. შესაბამისად, მონაწილეებიც ერთმანეთს გავეცანით. ყველა პედაგოგმა მოკლედ ჩამოაყალიბა ის მოლოდინები, რასაც ელოდნენ თავად ტრენერიდან და საერთოდ ტრენინგიდან. ტრენერმა წარმოადგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო ტრენინგის მიზანი, კონკრეტული ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები.
პირველი საკითხი, რომელიც დეტალურად  განვიხილეთ, იყო დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, კერძოდ: დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის  პროფესიული უნარ-ჩვევები  ქართულ ენასა და ლიტერატურაში; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში; დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები  ბუნებისმეტყველებაში; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ბუნებისმეტყველებაში; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული  უნარ-ჩვევები მათემატიკაში; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული  ცოდნა მათემატიკაში.
გავაცნობიერეთ, რატომ უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის კომპეტენცია სტანდარტის მოთხოვნებს.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს  შუეძლია  შედეგზე  და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის  ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს შეუძლია  შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის  წარმართვა მოსწავლის ფიზიკური სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით. 
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს შეუძლია  შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად.
კიდევ ერთხელ გავაანალიზე, თუ რა უნარებს  ავითარებს დაწყებით საფეხურზე ძირითადი აკადემიური საგნები. გარდა ამისა, საჭირო უნარებსა და  საგნობრივი სტანდარტით  გათვალისწინებულ შედეგებს ვაკავშირებდი სწავლების მეთოდებთან და კონკრეტულ აქტივობებთან.
ასე დასრულდა ტრენინგის პირველი დღე. აქტიურად ვიყავი ჩართული მუშაობაში და მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას.
II დღე_ ”სწავლების მეთოდები” 
ტრენინგის მეორე  დღე საინტერესოდ დაიწყო, ტრენერმა  ქალბატონმა ნანა კაცაძემ საინტერესოდ  წარმოგვიდგინა მეთოდთა კლასიფიკაცია, რომლის ამომავალი წერტილი, საერთო ნიშანი, არის- ცოდნის  გადაცემის წყარო. დაწვრილებით განვიხილეთ  ვერბალური მეთოდები (მინი ლექცია, დისკუსია, გონებრივი იერიში), როდის გამოიყენება თითოეული მათგანი; რა ფუნქციებს ასრულებენ. კონკრეტულად ჩამოვაყალიბეთ აღნიშნული მეთოდების დადებითი და  უარყოფითი მხარეები, რა უნარებს  ავითარებს  თითოეული მათგანი.
შემდეგი მეთოდი- ” წიგნზე მუშაობა” ( კითხვა, დათვალიერება, გადმოცემა).
 გავმართეთ დისკუსია, რა ფუნქციას ასრულებს სახელმძღვანელო სწავლების, განმავითარებელ, აღმზრდელობით, მოტივაციურ და საკონტროლო-კორექციულ  ასპექტებში.
შემდეგ განვიხილეთ  თვალსაჩინო მეთოდი-დაკვირვება, დემონსტრაცია, ვიდეო.  გამოვყავით დაკვირვების უნარის ჩამოყალიბების რამდენიმე ეტაპი  და მოქმედების გეგმა, რომელიც  ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებით  კლასებში.
ვიდეო მეთოდი- სწავლების ეს მეთოდი დღეს სულ უფრო მეტ  ადგილს იკავებს  სწავლების  პროცესში. აქ შედის-პროექტორის, სასწავლო ტელევიზიის, აუდიო და ვიდეო მაგნიტოფონების, კომპიუტერის გამოყენება. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის მისაწოდებლად, არამედ ასრულებს ცოდნის კონტროლის, განმტკიცების, გამეორების, განზოგადების სისტემატიზაციის  ფუნქციას. მეთოდის მაღალ  ეფექტურობა მდგომარეობს იმაში, რომ თვალსაჩინოებასთან ერთად შესაძლებელია მოვლენების მართვა, ბავშვებისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ამ მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ინტერაქციის განხორციელების  საშუალება, საკონტროლო სავარჯიშოები და ტესტები.
პრაქტიკული მეთოდი- სავარჯიშო, ლაბორატორიული, სასწავლო შრომა, დიდაქტიკური თამაშები, რომლებიც  ხელს უწყობენ უნარებისა და ჩვევების ეფექტურ ფორმირებას.
შემდეგ დეტალურად განვიხილეთ მეთოდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში. ვისაუბრეთ მათ  მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, რათა  წარმატებით მივაღწიოთ  დასახულ მიზანს და გავიდეთ შედეგზე. სავარჯიშოთა კრებულში  შევასრულეთ დავალებები, რომელშიც თითოეული აქტივობისათვის უნდა მიგვესადაგებინა კონკრეტული მეთოდები.
ტრენერმა ნანა კაცაძემ საინტერესოდ ისაუბრა თამაშის მნიშვნელობაზე პირველ კლასში. თუ როგორ ყალიბდება თამაშით  ბავშვის  ფსიქიკური თვისებები  და პიროვნული  თავისებურებები; რა გავლენას ახდენს თამაში ბავშვის პიროვნების განვითარებაზე. დავასახელეთ კონკრეტული უნარები, რომელიც ვითარდება თამაშის  გზით:
სწავლის უნარი; შემოქმედებითობა; ფანტაზია; სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი სიყვარული და კეთილგანწყობა; იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის; აყალიბებს ბაზისურ ნდობას გარე სამყაროსადმი.
თამაშის  ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა  ხდება. სწავლა შემოაქვს მოზრდილს, ის  უშუალოდ  არ აღმოცენდება თამაშიდან. 5 წლის ასაკის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ  თამაშს. ასრულებს რა  ამ წესებს,  ბავშვი  შეუმჩნევლად ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას. მას უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი. თამაშს  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეფლექსიური აზროვნების განვითარებისათვის. რეფლექსია ხელს უწყობს სოციალურ გარემოში ბავშვის ადეკვატურ ქცევას.
გავაანალიზეთ  დაწყებითი სასკოლო ასაკის  მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და  ძირითადი პედაგოგიური  რეკომენდაციები. 
III   დღე 
ტრენერმა ჩაატარა მინი ლექცია და გაგვაცნო  დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები. გავაანალიზეთ, მოვიყვანეთ  პრაქტიკული მაგალითები  სასკოლო ცხოვრებიდან, გავეცანით ძირითად  პედაგოგიურ რეკომენდაციებს, თუ როგორ გავართვათ თავი რთულ სიტუაციებს.
რამდენიმეწუთიანი  შესვენების შემდეგ დაწვრილებით გავეცანით ეფექტურ  აქტივობებს მოსწავლეებში ტექსტის გააზრების მიზნით, გავაანალიზეთ თითოეული მათგანი. ვისაუბრეთ წერის სხვადასხვა მეთოდზე და  აღვნიშნეთ  თითოეული მათგანის ეფექტურობა. მიმოვიხილეთ  კითხვის პროცესში არსებული სირთულეები და მათი დაძლევის  გზები. გავეცანით წერის ეტაპებსა და მეთოდებს.
შემდეგ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა სავარჯიშოთა  კრებულში პრაქტიკულ დავალებაზე. მე აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფურ მუშაობაში, არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით  ვადასტურებდი საკუთარ მოსაზრებებს, ვიზიარებდი სხვის აზრს, ვიცავდი დროის ლიმიტს, ბოლოს გავაკეთე  ზეპირი პრეზენტაცია.

 IV დღე 
ტრენინგის დასწყისში გავაკეთე წინა დღის რეფლექსია შემდეგ კი გავაანალიზე უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ტიპიური შეცდომები. განვიხილე  შეფასების  სისტემა- შეფასების მიზანი, პრინციპები  და მიდგომები. კონკრეტული დავალებებისათვის შევიმუშავე  შეფასების კრიტერიუმები, ვივარჯიშე ეფექტური კომენტარის შექმნაზე და მივუსადაგე კონკრეტულ აქტივობას, შემდეგ ვიმუშავე ტესტის გააზრებაზე.
V დღე
ტრენინგის დასაწყისშივე გავაკეთეთ წინა დღის რეფლექსია. შემდეგ ტრენერმა ნანა კაცაძემ გაგვაცნო არგუმენტირებული ესეს  დაწერის სპეციფიკა და მისი შეფასების კრიტერიუმები. ეს დღე  განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ძალიან მიყვარს ესეების წერა. მშვენიერი ესე დავწერე  და ჯგუფის წევრებმა წინასწარ  შედგენილი კრიტერიუმების საშუალებით ერთმანეთის ნაშრომები შევაფასეთ.
რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ გავაანალიზეთ სავარჯიშოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში.

ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება

ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება, გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში.
 ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში და წახალისებაში. პროფესიული განვითარება ასპარეზს უთმობს განახლების მოდელს. ეს მოდელი მომცემს შესაძლებლობას, გადავხედო, თავიდან გავაკეთო, შევასწორო, თავიდან ჩამოვაყალიბო, გადავაფასო ჩემი პრაქტიკული საქმიანობა. მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები კოლეგებს, გახდნენ ინფორმაციისა და სწავლის მაძიებელნი, პრობლემის გადამჭრელნი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარნი. ეს კი მიიღწევა მასწავლებლის წახალისებით, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და საუბრებში.
ტრენინგზე კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც.
ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ ნანა კაცაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.


                     თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
ერთი თვალის გადავლებით ვხვდები, რაზეა მოცემული თეორიული მასალა




დავალების მოთხოვნას ვპასუხობ ზუსტად




მონაწილეობას ვღებულობ ზეპირ პრეზენტაციებში




ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ




ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო




აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში




განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ




ვიცავ დროის ლიმიტს






სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება

სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
  შეფასების კრიტერიუმები
 
  დიახ
 
  არა
 
  ზოგჯერ
 
  დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფი მეგობრულ იყო,  მონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.
 
   
 
   
 
   
 
  დისკუსია ჯგუფში თემას არ გასცილებია
 
   
 
   
 
   
 



       ნინო გამყრელიძე


    21.11.2013
























No comments:

Post a Comment