Pages

ტრენინგის ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, თვითშეფასება, კოლეგების ურთიერთშეფასება” წერილობითი ანგარიში

ღონისძიების სახელება:

ტრენინგი

ტრენინგის დასახელება:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, თვითშეფასება, კოლეგების ურთიერთშეფასება.

ჩამტარებელი ორგანიზაცია:  

პროფესიული განვითარების ეროვნულცენტრი      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

ტრენინგის ჩატარების დრო:

24.07-25.07.2013

ჩატრების ადგილი და ხანგრძლივობა:

ქუთაისის მასწავლებელთა სახლი  (10 სთ. 2 დღე). 

ტრენერის სახელი, გვარი, ტელეფონი: 

მზია სულამანიძე
599-27-96-06     
                   
ტრენინგის მიზანი და ამოცანები
ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების სქემის სამოქმედო გეგმის შედგენასა და განვითარებაში. ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლების მონაწილეობის მიიღება სქემის ახალი დებულების განხილვასა და დახვეწაში.

რეზიუმე:

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო საკუთარი თავი. შესაბამისად, მონაწილეებიც ერთმანეთს გავეცანით. ყველა პედაგოგმა მოკლედ ჩამოაყალიბა ის მოლოდინები, რასაც ელოდნენ თავად ტრენერიდან და საერთოდ ტრენინგიდან. ტრენერმა წარმოადგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო ტრენინგის მიზანი, კონკრეტული ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები.
ამის შემდეგ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი-,,განათლების სისტემის გაცხადებული და რეალური ღირებულებები“. დავასახელეთ ის წყაროები, რომლებიც გვიყალიბებს ღირებულებებისა და  შეხედულებების ნაკრებს და რომლითაც ვხელმძღვანელობთ სამსახურეობრივი თუ პირადი ცხოვრების განმავლობაში. ჩამოვთვალეთ პროფესიონალი მასწავლებლისთვის დამახასიათებელი ტიპიური ღირებულებები და გავიხსენეთ გამოჩენილ პედაგოგთა და საზოგადო მოღვაწეთა ნააზრევი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ, დავიყავით ჯგუფებად. ჯგუფის წევრებმა გავიხსენეთ თანამშრომლობის წესები და დავიწყეთ კოორდინირებული, კონსტრუქციული მუშაობა. საკითხი გახლდათ-,,წარმატებული სკოლა“. ჩამოვწერეთ ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული სკოლისათვის.


1.      პროფესიონალი მასწავლებელი.
2.      მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
3.      ხელსაყრელი სასწავლო გარემო
4.      აღიარებული საზოგადოების მიერ
5.      წარმატებული მოსწავლეები
6.      ზრუნავს თვითგანვითარებაზე
7.      თანამშრომლობა/გუნდი
8.      მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
9.      პროფესიონალი ხელნძღვანელები

 შევეხეთ წარმატებული სკოლის სტანდარტებს, ინდიკატორებსა და განსაზღვრულ ფაქტორებს.
გავმართეთ დისკუსია სკოლის გაცხადებულ ღირებულებებსა და რეალურ ღირებულებებზე. ჯგუფში  ყველანაირი პირობა იყო შექმნილი, საკუთარი აზრი თამამად დაგეფიქსირებინა, მოგეყვანა არგუმენტები და კონტრარგუმენტები.
ამის შემდეგ შევავსეთ კითხვარი, რომელშიც უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი ვეთანხმებოდით თუ არა მოცემულ ღირებულებებს. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ვისაუბრეთ მასწავლებლისთვის დამახასიათებელ თვისებებსა და კომპეტენციებზე.


თვისებები
კომპეტენციები
კომუნიკაბელური
საგნის ცოდნა
გულწრფელი
პროფესიული განვითარება
სამართლიანი
სწავლის მეთოდები
პასუხისმგებელი
ინოვატორი
ტოლერანტი
შეფასება/თვითშეფასება
შემოქმედი

იუმორის მქონე


შემდეგი აქტივობა გახლდათ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. ტრენერი დაწვრილებით შეეხო, თუ რა უნდა შეძლოს მოზარდმა საქართველოს ზოგადი
განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ცოდნის კატეგორიები, ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, საგნობრივი სტანდარტი, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები. ტრენერი აკეთებდა პრეზენტაციას, იყენებდა ისტ-ს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ინდიკატორები,  რომლიდანაც კომბინაციაში რომელიმე შეიძლება აიღო კვლევის საგნად, ჩაატარო კვლევა და ბოლოს დადო შედეგი, რომელსაც შეაფესებ.
ძალიან დიდი დრო დავუთმეთ მიმართულებას-სასწავლო გარემო-სკოლის კულტურას, რადგან სკოლაში არსებული ნორმები, ღირებულებები, სტანდარტები და ზოგადი პრაქტიკა ქმნის ეფექტურ და წარმატებაზე ორიენტირებულ სასწავლო დაწესებულებას, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება.
თხუთმეტწუთიანი შესვენების შემდეგ განვაახლეთ მუშაობა და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელობან საკითხზე-,,შეძენილი ცოდნის შეფასება, შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზომვის მრავალფეროვანი მეთოდები.
გამოცდილი ხელმძღვანელის ხელში შეფასება უნიკალური ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია თანამშრომლების პროფესიული განვითარების, მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და სკოლაში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღების ხელშეწყობა.
შეფასების ფორმების განხილვის დროს, მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ფორმალური და არაფორმალური შეფასების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, მათი მნიშვნელობა განათლების სფეროში და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორივე ფორმის სინერგია გვაძლევს უნიკალურ მოდელს, რომელიც მასწავლებლის პროფესიული ზრდის, ხარვეზების დროულად დადგენისა და მისი გამოსწორების წინაპირობაა. შეფასების პროცესის აღწერის დროს მკაფიოდ გამოვხატეთ კრიტერიუმები და სტანდარტები, რომელიც აუცილებელია შეფასების შედეგების მართვისათვის. აგრეთვე ვისაუბრეთ შეფასების ეფექტიანობის მოქმედ ფაქტორებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, თანამშრომლობა და შეფასების პრიორიტეტულობისადმი ერთგულება.
მონაწილეები დავიყავით ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება. ჩვენ ვმუშაობდით მეთოდებიდან ,,შეფასების რუბრიკაზე“ და ,,ინციდენტების დღიურებზე“. თავდაპირველად წავიკითხე მასალა და ჯგუფში მოვახდინე ანალიზი. ბოლოს გავაკეთე პრეზენტაცია.
პრეზენტაციის შემდეგ ტრენერმა დაგვირიგა სპეციალური ფურცლები, რომელშიც მოცემული იყო მასწავლებლის კომპეტენციები სფეროების მიხედვით. ჩვენმა ჯგუფმა განიხილა განვითარებისა და სწავლის თეორიები. ვიმსჯელეთ მოცემულ საკითხზე, ყველამ გამოვხატეთ ჩვენი აზრი, შევაჯერეთ და საუკეთესო დავაფიქსირეთ. ბოლოს გავაკეთე პრეზენტაცია.
ასე დასრულდა ტრენინგის პირველი დღე. აქტიურად ვიყავი ჩართული მუშაობაში და მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას.
მეორე დღე დიდი ემოციებითა და კარგი განწყობით დაიწყო. მთელი 5 საათი დაეთმო სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თემის განხილვას.
სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლობს როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი. პროფესიულ განვითარებას ხელს უწყობს ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გავლენას ახდენს მასწავლებლის დამოკიდებულებებზე, ცოდნაზე, უნარებსა და პრაქტიკაზე, ხელს უწყობს მათ პროფესიულ საქმიანობას და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას.
ტრენერმა ისაუბრა პროფესიული განვითარების პროგრამების ეფექტიანობის პრინციპებზე, კერძოდ:
1        ფოკუსირება მოსწავლეთა მიღწევებზე და არა მხოლოდ მასწავლებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე. სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტსა და მოსწავლეთა რეალურ შედეგებს შორის განსხვავებების სიღრმისეულ ანალიზზე. 
2        ღონისძიებების დაგეგმვა და ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა 
3        კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობა
4        კვლევები და კვლევის შედეგების ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება 
5           კონფერენციებში მონაწილეობა 
6        მონაცემების შეგროვება და ანალიზის საფუძველზე კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა.
7         ტრენინგები, ურთიერთდასწრება, განმავითრებელი კომენტარები, დამატებითი რეკომენდაციები, სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მენტორობა.
 შემდეგ განვიხილეთ კონკრეტული ღონისძიებებიდან დღეისთვის ყველაზე პოპულარული. ჯგუფებმა გავინაწილეთ საკითხები. ჩვენმა ჯგუფმა გააკეთა მენტორინგისა და როტაციის ზეპირი პრეზენტაცია.
განვიხილეთ ურთიერთდაკვირვების მოდელში დაკვირვების 5 მეთოდი:
1        აღწერითი დაკვირვება
2        ფოკუსირებული დაკვირვება
3        გუნდური მუშაობა
4        ჩართული დაკვირვება
5        თვითდაკვირვება
შემდეგი აქტივობა-,,მასწავლებლის შეფასების მოდელები“. ვისაუბრეთ თითოეული მოდელის ძირითად უპირატესობებზე და სისუსტეებზე.
 მივიღეთ ინფორმაცია პორფოიოს შესახებ. პორფოიო პედაგოგის მიღწევების კრებულია. ინდივიდუალური დოკუმენტია, რომელიც უჩვენებს პედაგოგის საქმიანობის მზარდ ხარისხს. გავერკვიეთ იმაში, თუ რისთვის სჭირდება მასწავლებელს პორფოლიორისგან შედგება მასწავლებელის პორფოლიო. ვიღეთ პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ  ვაწარმოოთ იგი.
ტრენინგის ბოლოს  ტრენერმა მზია სულამანიძემ გააკეთა პრეზენტაცია ,,ახალი პროფესიული განვითარების სქემის პრინციპებსა“ და ,,პროფესიული განვითარება-თვითშეფასებაზე“.


ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:

ამ ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რადგან არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა-განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი საკუთარი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება, გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში. გავერკვიე სქემის არსში, დავაზუსტერა მოეთხოვება სქემაში ჩართულ მასწავლებელს.
 ეს ტრენინგი დამეხმარა ჩემი პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში და წახალისებაში. პროფესიული განვითარება ასპარეზს უთმობს განახლების მოდელს. ეს მოდელი მომცემს შესაძლებლობას, გადავხედო, თავიდან გავაკეთო, შევასწორო, თავიდან ჩამოვაყალიბო, გადავაფასო ჩემი პრაქტიკული საქმიანობა. მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები კოლეგებს, გახდნენ ინფორმაციისა და სწავლის მაძიებელნი, პრობლემის გადამჭრელნი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარნი. ეს კი მიიღწევა მასწავლებლის წახალისებით, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და საუბრებში.
ტრენინგზე კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა შთამბეჭდავი და საიტერესო იყო. სხვა კუთხით დავინახე თითოეული საკითხი, უფრო ღრმად ჩავწვდი რთულ პედაგოგიურ სიტუაციებს, და რა თქმა უნდა, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც. კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებებს თემებზე: ,,განათლების სისტემის გაცხადებული და რეალური ღირებულებები”, ,,ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები,“ ,,წარმატებული სკოლის მახასიათებლები“, ,,შეფასების ფორმები,“ ,,შეფასების მეთოდები,“ ,,პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე.“
ვითანამშრომლებ სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.
ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრს, მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ მზია სულამანიძეს საინტერესო ტრენინგისთვის.








                      თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
არასდროს
ერთი თვალის გადავლებით ვხვდები, რაზეა მოცემული თეორიული მასალა




დავალების მოთხოვნას ვპასუხობ ზუსტად




მონაწილეობას ვღებულობ ზეპირ პრეზენტაციებში




ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ




ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო




აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში




განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ




ვიცავ დროის ლიმიტს







სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება


სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
  შეფასების კრიტერიუმები
 
  დიახ
 
  არა
 
  ზოგჯერ
 
  დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა და გამოთქვამდა აზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფი მეგობრულ იყო,  მონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.
 
   
 
   
 
   
 
  ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.
 
   
 
   
 
   
 
  დისკუსია ჯგუფში თემას არ გასცილებია
 
   
 
   
 
   
 



                                                ნინო გამყრელიძე


    26.07.2013





No comments:

Post a Comment